ავტორი:

უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის მესამე ტომი ჟურნალ „გზასთან“ ერთად

უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის მესამე ტომი ჟურნალ „გზასთან“ ერთად

თანამედროვე კლასიკოსი მწერლის, გურამ გეგეშიძის, 6-ტომეულის გამოცემა გრძელდება. 2 ტომი უკვე გამოვიდა, რომლებშიც მწერლის პირველი რომანები, მოთხრობები და ნოველები გაერთიანდა; დღეს კი მე-4 ტომი გამოვიდა,რომელიც მწერლის შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რომანებს მოიცავს - ტეტრალოგიას - რომელიც ერთი სახელის, „ქართლის ჭირის“, ქვეშ ერთიანდება.

„ქართლის ჭირი“XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან XX-ის მიწურულამდე საქართველოს ისტორიის ამსახველი, უმნიშვნელოვანესი მხატვრული მატიანეა. მასში ოთხი რომანი ერთიანდება: „ხმა მღაღადებლისა“, „სისხლის წვიმები“, „ნაცრის კოშკი“ და „ნათლის ქრობა“. 6-ტომეულის მესამე ტომი - რომანი „ხმა მღაღადებლისა“ -11 მარტიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვიდაა წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, ჟურნალთან ერთად - 12 ლარი.

რომანში „ხმა მღაღადებლისა“ მოქმედება საქართველოს გასაბჭოების პერიოდში ვითარდება. როგორც წიგნის რედაქტორი მანანა ჯანელიძე აღნიშნავს, რამდენიმე თაობის ოჯახური ცხოვრების ფონზე მწერალი პირუთვნელად გვიხატავს ადამიანთა ეროვნულ-ზნეობრივი დეგრადაციის გზას:

„რომანში ორი მიმართულება იკვეთება. პირველი: ზნეობისა და გონიერებისა, რასაც ვარდანიძეების ოჯახისკენ მივყავართ; მეორე: ცოდვისა და უმეცრებისა, რაც უნდილაძეების ოჯახის თანმდევი გამხდარა. სწორედ მათი შთამომავლები შემოუძღვებიან სოფელში წითელ არმიას, რასაც სისხლისღვრა და ძველი დიდების მიწასთან გასწორება მოჰყვება.

გ. გეგეშიძე ერთგვარ „სინდისის სასამართლოს“ უწყობს თავის გმირებს და ამით - მთელ ეპოქასაც. ვიმედოვნებთ, რომ მწერლის ხმა მღაღადებლისა მკითხველს კიდევ ერთხელ დააფიქრებს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე,“ - აღნიშნავს მანანა ჯანელიძე.

გურამ გეგეშიძის შემოქმედებამ პირველად 1957 წელს იხილა მზის სინათლე, როდესაც მწერლის მოთხრობა ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ იმავე ნომერში დაიბეჭდა პირველად გურამ გეგეშიძის ახლო მეგობრის, მწერალ გურამ რჩეულიშვილის მოთხრობაც. ქართველმა მკითხველმა უმალ იგრძნო, რომ ლიტერატურულ ასპარეზზე ორმა დიდმა მწერალმა შეაბიჯა.

შეგახსენებთ, გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის მესამე ტომი „ხმა მღაღადებლისა“ 11 მარტს ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვიდაა. წიგნის სპეციალური ფასია10 ლარი, ჟურნალთან ერთად - 12 ლარი.

იკითხეთ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

18 მარტიდანNew York Times-ის ბესტსელერი - რუტა სეპეტისის „რუხ ჩრდილებს შორის“ -ჟურნალ „გზასთან“ ერთად

50 მილიონ დოლარად შეფასებული ნახატი, რომელიც 30 წელი სხვისი ეგონათ

მკითხველები ქალ ავტორებზე: 6 წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L“-სგან