ავტორი:

ახალი მილიონერი გამოჩნდა!

ახალი მილიონერი გამოჩნდა!

ჯეკპოტი "ლოტო 6/42"- ში 55 წლის პედაგოგმა მარინე კობახიძემ მოიგო. თბილისელი მარინე კობახიძე პროფესიით ქიმიკოსია, ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეულ პედაგოგად მუშაობს და მომავალ ექიმებს ქიმიას ასწავლის.

მოგებული "საქართველოს ეროვნული ლატარიის" კომპანიას უკვე დაუკავშირდა და სულ მალე მას მოგებული 1 015 291 ლარი საზეიმო ვითარებაში გადაეცემა.

"შოკში ვარ, ჯერ კიდევ ვერ ვხვდები და ვერ ვაცნობიერებ რა მოხდა ჩემს თავს. ამ სასწაულის გააზრებას ალბათ დრო სჭირდება" - აცხადებს ჩვენთან საუბრისას საქართველოს ახალი მილიონერი.

მარინე კობახიძემ "ლოტო 6/42"-ის სისტემატური თამაში ფინანსური პრობლემების გადაჭრის მიზნით სულ რაღაც ერთი თვის წინ დაიწყო. მართალია, სოლიდური თანხის მოგებას სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა მცირედი მოგების იმედად ლოტოს ბილეთს მაინც ყიდულობდა.

9 მარტსაც, იმ დღეს, როდესაც მარინა კობახიძემ ჯეკპოტი მოიგო, სამსახურიდან სახლში მიმავალმა გზად, ყაზბეგის გამზირზე მდებარე "საქართველოს ფოსტის" ჯიხურში"ლოტო 6/42"-ის ბილეთი 2 ლარად შეიძინა და ეს ბილეთი, მის ცხოვრებაში ყველაზე იღბლიანი ინვესტიცია აღმოჩნდა, ინვესტიცია რომელმაც მას ჯეკპოტი და მილიონი ლარი მოუტანა.

"კომბინაცია სპონტანურად შემოვხაზე, არავის დაბადების თარიღები და სიმბოლური რიცხვები არ ამირჩევია, უცაბედად რაც აზრად მომივიდა, ის კომბინაცია შემოვხაზე" - გვიყვება საქართველოს ახალი მილიონერი.

მარინე კობახიძემ ჯეკპოტის მოგების ამბავი გათამაშების შემდეგ, ბილეთის გადამოწმებისას შეიტყო.

"საქართველოს ეროვნული ლატარია" ულოცავს მარინე კობახიძემ ამ უდიდეს წარმატებას, თქვენ კი შეგახსენებთ, რომ იგებს ის, ვინც თამაშობს! მოგება კი შეუძლია ყველას!

"ლოტო 6/42"-ის ჯეკპოტი უკვე 500 000 ლარზე მეტია, გათამაშება იმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში 20:55 საათზე.

NS

ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები - მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა

მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ეთერ ხაზარაძემ  ,,ლოტო 6/42-ში’’  282 402 ლარი მოიგო!