ავტორი:

როგორი ხმები ისმის მარსზე? - მოუსმინეთ პირველ აუდიოჩანაწერს, რომელიც Perseverance-მა პლანეტიდან გამოგზავნა

როგორი ხმები ისმის მარსზე? - მოუსმინეთ პირველ აუდიოჩანაწერს, რომელიც Perseverance-მა პლანეტიდან გამოგზავნა

მარსზე ნასას მასრმავალის Perseverance-ის მოგზაურობა გრძელდება. მან უკვე გამოგზავნა ფოტოები "წითელი პლანეტიდან" ხოლო ახლა უკვე მარსზე ჩაწერილ აუდიო ჩანაწერსაც გვასმენინებს.

ამერიკის კოსმოსური სააგენტო აქვეყნებს ჩანაწერს მარსიდან, სადაც იქაური ხმები ისმის:

NASA · First Acoustic Recording of Laser Shots on Mars

ცნობისთვის, ნასას რობოტი, მარსმავალი "პერსევერანსი“, იგივე "შეუპოვარი“ 18 თებერვლიდან "წითელ პლანეტაზე“ იმყოფება და გეგმის მიხედვით, დაახლოებით 7 თვის განმავლობაში მარსის ზედაპირის ნაწილს მოივლის. რობოტმა უკვე გამოგზავნა არაერთი ფოტო, რომელზეც მარსის ზედაპირი ახლო და შორი ხედებითაა გადაღებული. თავდაპირველად გამოგზავნილი ფოტოები შედარებით დაბალი რეზოლუციის იყო, თუმცა ამჯერად უკვე ასტრონომებს მან ხარისხიანი ფოტოები მიაწოდა. ფოტოებს ამერიკის კოსმოსური სააგენტო ავრცელებს. დაათვალიერეთ ფოტოები.