ავტორი:

"ასე მოიქცეოდა ქართველი კაცების 90%, რადგან როგორც კი ლექსიკური მარაგი ამოიწურება, გადადიან გინებაზე" - რას წერს ექსპერტი ბოლოდროინდელ სკანდალზე?

"ასე მოიქცეოდა ქართველი კაცების 90%, რადგან როგორც კი ლექსიკური მარაგი ამოიწურება, გადადიან გინებაზე" - რას წერს ექსპერტი ბოლოდროინდელ სკანდალზე?

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში გიორგი გობრონიძე ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ბოლო დოინდელ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, რა მენტალობის საზოგადოებაც არის ქვეყანაში, იმ მენტალობას ატარებს ელიტაც. გობრონიძე ამბობს, რომ დროა ელიტაც და საზოგადოებაც გაიზარდოს.

მეორე დღეა ვკითხულობ კომენტარებს "ცნობილ" ამბავთან დაკავშირებით და ვერ ვხვდები რა გიკვირთ. რა მენტალობის მატარებელიცაა საზოგადოება, იმავე ღირებულებებს ატარებს ელიტაც. ასე იქნება მანამ, სანამ კარიკატურულ, ფსევდო ღირებულებებს ერთხელ და სამუდამოდ არ გამოვეთხოვებით.

დარწმუნებული ვარ, ზუსტად ასე მოიქცეოდა საშუალო სტატისტიკური ქართველი კაცების 90%, დიდი რესურსების ფლობის შემთხვევაში, უარესადაც, რადგან ესაა საზოგადოება, სადაც:

ა) როგორც კი ლექსიკური მარაგი ამოიწურება, გადადიან გინებაზე;

ბ) სადაც დათმობა და კომპრომისი სისუსტესთანაა გაიგივებული,

გ) სადაც ტეხავს როგორც პატიება, ისე პატიების თხოვნა,

დ) სადაც "კაცობის ინდექსი" პირდაპირ პროპორციულია იდიოტიზმის ხარისხთან, მუშტებზე ყურებასა და ვირივით მოქცევასთან,

ე) სადაც მკვლელებს, ქურდებს და მოძალადეებს ხელს აფარებენ, ოღონდ არ "გაბოზდნენ",

ვ) სადაც 12 წლის ქალმა, 40+ წლის "ბავშვი" "აცდუნა",

ზ) ყველა ხედავდა ჩაგვრას, ყველას ესმოდა, როგორ ითხოვდნენ შველას, მაგრამ "არავის არაფერი დაუნახავს"!

თ) სადაც დედის კულტია და რაც უფრო მეტად იგინები დედაზე (დაგინებას ვგულისხმობ) უფრო მეტად "ემსახურები" კულტს,

ი) სადაც მეუფეს მრევლისგან პოლიცია იცავს,

კ) სადაც, დანით ჩხუბი მოსულა, ჯარში წასვლა არა,

ლ) სადაც შელაპარაკებისას კლავენ,

მ) სადაც ქმედებაც და პროტესტიც იმდენად პროპორციულია ზოგჯერ, რომ ერთი მედლის ორ მხარეს ვიღებთ.

აღარ ჩამოვთვლი ამ რევერსული, მახინჯი ღირებულებების მსხვერპლთა სახელებს. ზოგს პირადად ვიცნობდი. ასეთ უაზრო სიკვდილს კი არავინ იმსახურებდა.

ერთი რამ ცხადია, დროა დავიწყოთ გარდაქმნა საკუთარ თავში და გავიზარდოთ. გაიზრდება საზოგადოება და გაიზრდება ელიტაც. თუ არ გაიზრდება, არც ელიტა აღარ იქნება" - წერს გობრონიძე.