ავტორი:

"ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა მთავრობის ოპონენტების ინსტრუმენტად არ ვიქცეთ" - რას ამბობს ბრაიზა ქართულ ოპოზიციაზე და რას - ხელისუფლებაზე?

"ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა მთავრობის ოპონენტების ინსტრუმენტად არ ვიქცეთ" - რას ამბობს ბრაიზა ქართულ ოპოზიციაზე და რას - ხელისუფლებაზე?

ჩვენ შეგვიძლია დახმარება საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევასა და არსებული კრიზისის დეესკალაციაში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ ონლაინკონფერენციაზე "სამხრეთ კავკასია და დასავლეთი“ განაცხადა.

ბრაიზამ კრისტიან დანიელსონის კრიზისის მედიატორად დანიშვნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მას ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ მხარე უფსკრულის კიდესთან მყოფი მხარეები მოლაპარაკებებისკენ დააბრუნოს.

"ევროკავშირის მიერ კრისტიან დანიელსონის დანიშვნა საქართველოში მედიატორად ფანტასტიურია. პრეზიდენტ მიშელის ვიზიტიც უკიდურესად სასარგებლო იყო. კრისტიან დანიელსონი არის ძლიერი და სამართლიანი დიპლომატი. მას ნამდვილად აღელვებს ის საკითხები, რაზეც მუშაობს. ჩემი აზრით, ეს თვისებები მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე უფსკრულის კიდიდან მოაბრუნოს“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

მისივე თქმით ქართველებს უფსკრულთან მიუახლოვების ტენდენცია აქვთ და ძალიან უახლოვდებიან კიდეს.

"რაც მთავრობამ გააკეთა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისში შეჭრა და ნიკა მელიას დაკავება, არის დიდი და მიუღებელი ესკალაცია. ვფიქრობ, აქ ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ის უნდა გათავისუფლდეს და ასეთი ქცევა უნდა შეწყდეს, თუ გვინდა, რომ საქართველოში პროგრესი და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება გაგრძელდეს. ბალანსი, რომელიც უნდა დავიცვათ, არის ის, რომ გავუგზავნოთ ეს გზავნილი მთავრობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოთი კვლავ აღტაცებული ვართ, გვიყვარს ის და გვსურს, რომ საქართველო გაწევრდეს ტრანსატლანტიკურ ოჯახში, ვფიქრობ, საქართველო ნატო-ს წევრი უნდა იყოს, რადგან ის კომპეტენტურია, ჩვენ ეს გზავნილი უნდა გავაგზავნოთ. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა მთავრობის ოპონენტების ინსტრუმენტად არ ვიქცეთ. ეს ხალხი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან, მაგრამ მათ აქვთ ტენდენცია, ჰქონდეთ იმედი, რომ კრიზისის დროს დიდი ტრანსატლანტიკური ორგანიზაციები, აშშ და ევროკავშირი იქნება მათი კავალერია, რომ დასავლეთი იმოქმედებს მათ სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ჩემი აზრით, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ავიცილოთ ამაში მონაწილეობა. ევროკავშირის წარმომადგენელი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამას ძალიან კარგად ახერხებენ. ისინი აქტიურები არიან და ცდილობენ, შეთანხმებას მიაღწიონ წინ წასაწევად, მათ შორის საარჩევნო, მართლმსაჯულების რეფორმაზე და ყველა იმ საკითხზე, რომელსაც შარლ მიშელის ექვსპუნქტიანი გეგმა მოიცავს“, - განაცხადა ბრაიზამ.

მისი თქმით, ეუთო-მ, აშშ-მა და ევროკავშირმა თქვეს, რომ არჩევნები ხარვეზებით ჩატარდა, მაგრამ ფუნდამენტურად კონკურენტული იყო და შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგები გამოხატავდა ქართველი ამომრჩევლის ნებას. მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა მოძებნოს გზები მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, რათა მუშაობა გაგრძელდეს.

"მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში, თქვენ უნდა მოძებნოთ გზები მთავრობასთან მოსალაპარაკებლად. აიღეთ თქვენი მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ. გააკეთეთ ეს მიუხედავად იმისა, თუნდაც გჯეროდეთ, რომ მთავრობამ არჩევნები მოიპარა, რადგან თქვენი უახლოესი მეგობრები ტრანსატლანტიკურ ოჯახში ამას არ ამბობენ,” - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.

"არსად წასვლას არ ვაპირებ... არც პოლიტიკიდან..." - გახარია გადადგომის შემდეგ ტელეკამერებთან პირველად გამოჩნდა

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"დანიელსონმა შემოგვთავაზა, 20 ივნისთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმის ამნისტია, რაც შერიგებას ჰგავდა, არავის მოეწონა" - ვახტანგ მეგრელიშვილი