ავტორი:

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გლობალური სტარტაპ ფონდის ახალი პარტნიორია. BTU-ს ბაზაზე, ისრაელის სილიკონ ვადისთან პარტნიორობით დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდი მაისში სტარტაპების დაფინანსებისთვის უკვე ემზადება და ამ პროცესში საქართველოს ბიზნეს ასოციაციაც ჩაერთვება.

ასოციაცია, რომელიც 2009 წელს დაფუძნდა, დღეს საქართველოს 70-ზე მეტ წამყვან კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაცია წევრების გაერთიანებით, ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობს. საქმიანობისა და მისიიდან გამომდინარე გლობალური სტარტაპ ფონდისთვის მისი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განმარტებით, გლობალური სტარტაპ ფონდის მიერ მაისში დაგეგმილი ფიჩინგ და ინვესტორთა დღეებზე ისინი BTU-ს აქტიური პარტნიორი იქნებიან.

„უდიდესი შესაძლებლობების წინაშე დგას მსოფლიო და შესაბამისად, საქართველოც, დღეს, როდესაც რადიკალურად არის შეცვლილი ბიზნეს ეკოსისტემა და განსაკუთრებით დაჩქარებულია ტექნოლოგიური პროცესები, თითოეული ტექნოლოგიური თუ ციფრული წამოწყება უდიდესი პოტენციალის მატარებელია. ამავდროულად, სტარტაპების ფინანსური მხარდაჭერა უპირობოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ მინიმუმ ინკუბაციის პერიოდი გაიარონ წარმატებით და დაამტკიცონ საკუთარი პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობა. ამისათვის კი აუცილებელია სტარტაპების წარდგენა პოტენციურ ინვესტორებთან და მათი დარწმუნება ამა-თუ იმ პროექტში ინვესტირებაში. მსოფლიოში უამრავი პლატფორმა არსებობს, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპერებისა და ინვესტორების დაკავშირებას და დამეგობრებას. ქართულ რეალობაში ამის კარგი მაგალითია BTU-ს გლობალური სტარტაპ ფონდი. მოგეხსენებათ, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უმსხვილესი ბიზნესგაერთიანებაა, რომელიც ქვეყნის წამყვან ბიზნესმენებს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, ვთვლით, რომ ჩვენი თანამშრომლობა სტარტაპ ფონდთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებული იქნება, ერთის მხრივ, სტარტაპებისთვის, მეორეს მხრივ კი ინვესტორებისთვის, რომლებსაც ინოვაციურ კომპანიებში ინვესტირების რეალური შესაძლებლობა ეძლევათ,“ - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

გლობალური სტარტაპ ფონდის რიგით მესამე ღონისძიება გააერთიანებს საერთაშორისო პარტნიორებს, მსხვილ ინვესტორებს და სტარტაპ ეკოსისტემის გამორჩეულ მონაწილეებს მსოფლიოდან. სწორედ მათ შეხვდებიან ქვეყნის მოწინავე სტარტაპები შემდგომი დაფინანსებისა და პარტნიორობის პოტენციალის განსახილველად. ფონდი ორგანიზებას უკეთებს სტარტაპების ფიჩინგ დღეებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან პირისპირ შეხვედრებს. ამ პროცესში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჩართულობას პოზიტიურად აფასებს და მიესამლება BTU-ს მეწარმეობის ცენტრი.

„გლობალური სტარტაპ ფონდი მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას გლობალურ ბაზრებზე მდგრადი განვითარების პროცესში. 2021 წლიდან ფონდმა მასშტაბი გაზარდა და შეიძინა სხვადასხვა პარტნიორები, რომლებსაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ექნებათ ფონდის საქმიანობასა და წარმატებაში. საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ჩვენ ვაფართოვებთ ქართველ ინვესტორთა ქსელს, რაც ზრდის სტარტაპებისთვის როგორც ფინანსებთან, ისე გამოცდილ მენტორებთან წვდომის შესაძლებლობას. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ გააქტიურებას და ინვესტირების ამ ტიპის ეკოსისტემაში აქტიურად დამკვიდრებას,” - აცხადებს მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი თაკო ჯაფარიძე.

გლობალური სტარტაპ ფონდის ადგლობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან შესახვედრად, სტარტაპების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია მითითებულ ბმულზე.

R

კარფურის ექსკლუზიური პროდუქტების დღეები და სიურპრიზები კარფურის მაღაზიათა ქსელში

Public Health England: თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს თამბაქოს ეპიდემიის დასრულებას (R)

Stack - საქმიანი ადამიანებისთვის შექმნილი ქართული ინტერნეტბრაუზერი, რომელიც უპირობოდ ზრუნავს თქვენი პროდუქტიულობის გაზრდაზე