ავტორი:

აშშ-ის საელჩო და კრისტიან დანიელსონი "TV პირველის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

აშშ-ის საელჩო და კრისტიან დანიელსონი "TV პირველის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ტელეკომპანია "პირველის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ყველა ჩართულ მხარეს მოუწოდებს, პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ სიტუაციას.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია "პირველის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას. ამ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი - ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები. საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას. სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით”, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განაცხადებაში.

"ყველა ჩვენ პარტნიორ ქვეყანაში მსგავს საკითხებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით", - ასე უპასუხა "ტვ პირველთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა.

როგორც დანიელსონმა აღნიშნა, ის კერძო შემთხვევებს არ იცნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს.

"ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია გამოხატულებისა და მედიის თავისუფლება. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე ევროკავშირის გარეთ ქვეყნებისთვის. რაც შეეხება კერძო საკითხებს, კერძო შემთხვევებს, მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რომ სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი. მინდა დავამატო, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს საკითხებს ყველა ჩვენ პარტნიორ ქვეყანაში“, - განაცხადა დანიელსონმა.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს. აღნიშნულთან დაკავშრებით პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო.

"მიშელი საქართელოში მაშინ ჩამოდის, როცა მძიმე ვითარება ყალიბდება - ხელისუფლება და ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ ახალი დაპირისპირებისთვის ემზადებიან" - ექსპერტი

"ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ... მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ მიიღოთ პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები" - ევროკავშირის ქვეყნების ელჩები 5 ივლისის მოვლენებზე

"სამწუხაროა, რომ ვერ შესრულდა მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება" - აშშ-ის საელჩოს განცხადება