ავტორი:

"17 თებერვლის 17 საათის შემდეგ მელიას საკითხზე გახარიას პოზიცია შეიცვალა... დაკავების 2 დღით გადადებას ითხოვდა" - ირაკლი კობახიძე

"17 თებერვლის 17 საათის შემდეგ მელიას საკითხზე გახარიას პოზიცია შეიცვალა... დაკავების 2 დღით გადადებას ითხოვდა" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იხსენებს, რომ ექსპრემიერი გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი დღით გადადებას ითხოვდა.

ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა და ზუსტი დრო გაიხსენა, როდესაც აღნიშნულ საკითხზე გიორგი გახარიამ პოზიცია შეიცვალა.

მისი თქმით, გახარიას პოზიციის შეცვლის მიზეზი გუნდისთვის სრულიად გაუგებარი იყო.

"17 თებერვლის 17 საათამდე მისი პოზიციები იყო ზუსტად იდენტური იმისა, რაც ჰქონდათ გუნდის სხვა წევრებს, თუმცა სამწუხაროდ რატომღაც 17 საათზე ეს პოზიცია შეიცვალა. გვქონდა ჩვენ დისკუსია ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია. უცბად შეიცვალა ეს პოზიცია. 17 საათი ზუსტად იქიდან მახსოვს, რომ იყო გარკვეული კომუნიკაცია ტექნიკური საშუალებებით და დაახლოებით ეს დრო იყო, როდესაც ეს კომუნიკაცია შედგა.

დაფიქსირდა თავდაპირველად პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადადებულიყო ეს ოპერაცია და შემდეგ საუბარი იყო 2 დღით გადადებაზე. ეს ჩვენთვის გაუგებარი იყო. მიზეზი, არგუმენტი ჩვენთვის არ იყო მყარი. არგუმენტი იყო ის, თითქოს ნაკლები იქნებოდა ადამიანების კონცენტრაცია 2 დღის შემდეგ მაშინ, როდესაც ჩვენ ლოგიკურად ვმსჯელობდით იმაზე, რომ პირიქით, კონცენტრაცია გაიზრდებოდა და ასეც მოხდა. თქვენ თუ გახსოვთ, 2 დღეში კონცენტრაცია ადამიანების ოფისში გაიზარდა, რამაც შედარებით გაართულა ბუნებრივი ოპერაციის ჩატარება. ჩვენი საუბარი დასრულდა ალბათ 10 წუთით ადრე, ვიდრე გიორგი გახარია გააკეთებდა განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"მაქვს ინფორმაცია, რომ ბრიუსელში ასოცირების დღის წესრიგის შეჩერებაზე დაიწყეს საუბარი" - ლევან ბოძაშვილის თქმით, თუ დანიელსონის მეორე მედიაციაც უშედეგოდ დასრულდა, ასოცირების პროცესს პრობლემა შეექმნება

კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ბრუნდება - "დროა გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები..."