ავტორი:

როდის დაიწყება ვაქცინაციის პროცესი და ვინ აიცრებიან პირველ ეტაპზე - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

როდის დაიწყება ვაქცინაციის პროცესი და ვინ აიცრებიან პირველ ეტაპზე - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის "ასტრაზენეკას" პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა. COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის "ასტრაზენეკას" 129 600 დოზა, ხოლო "ფაიზერის“ 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.

ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება. ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს.

ვაქცინაციის პროცესის დაწყებისათვის სამედიცინო პერსონალის და პროცესში ჩართული პირების ტრენინგები უკვე დასრულებულია. აცრა ნებაყოფლობითია.

COVID-19-ით ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ით ვაქცინაციას!

"წარმოდგენილი მაქვს, რა გლოვა აქვთ ამ ტელევიზიებს და როგორ სჭირდებოდათ "ორი გვამი" - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

"ლუკას, მამიკო, დაიმახსოვრე, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მენატრები" - ბასილაშვილმა გამარჯვების შემდეგ შვილს მიმართა

"გილოცავთ!" - რას წერს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბასილაშვილის გამარჯვებაზე?