ავტორი:

შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან ვაქცინაციის პროცესი დაიწყება - ეკატერინე ტიკარაძე

შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან ვაქცინაციის პროცესი დაიწყება - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოში შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის შემოსვლაზე ისაუბრა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, ყველა დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ტრენინგი და შემოწმებულია შესაბამისი აღჭურვილობა.

"დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი და მოვლენა, საქართველოში შემოვიდა "კოვაქს" პლატფორმის მხრიდან "ასტრაზენეკას" ვაქცინა. ამჟამად ჩვენ ხელმისაწვდომი გვაქვს 43 200 ვაქცინა, რომელიც საქართველოს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო გეგმის მიხედვით განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის.

დღესდღეობით დარეგისტრირებულია 64 051 ადამიანი, რომელთაგანაც 54 ათასი ადამიანი ექვემდებარება ვაქცინაციას. გამომდინარე იქიდან, რომ ექიმები წარმოადგენენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის ზრუნვაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ სეგმენტს, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინების ნაწილი განკუთვნილია სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციისთვის.

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, საქართველოში შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი.

ყველა დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ტრენინგი, შემოწმებულია ის შესაბამისი აღჭურვილობები, რომელიც უზრუნველყოფს ვაქცინაციის უსაფრთხო ტრანსპორტირებას და განთავსებას. ეს პროცესი დაავადებათა კონტროლის მონიტორინგის ქვეშ არის“,-აცხადებს ტიკარაძე.

ეკატერინე ტიკარაძე მზად არის, საჯაროდ აიცრას, მათ შორის "ასტრაზენეკას" ვაქცინით

"მეგი შეიძლება გახდეს საქართველოში ვაქცინაციისა და კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლო" - ეკატერინე ტიკარაძე

"თქვეს, ორშაბათამდე თავს შევიკავებთო..." - ოზურგეთში მედიკოსების ნაწილი ვაქცინაციაზე არ გამოცხადდა