ავტორი:

"ისეთი აღჭურვილები ვსრიალებთ ექიმებსაც კი შეშურდებათ" - მოქალაქეები დისტანციის გარეშე, ფოტო გუდაურიდან

"ისეთი აღჭურვილები ვსრიალებთ ექიმებსაც კი შეშურდებათ" - მოქალაქეები დისტანციის გარეშე, ფოტო გუდაურიდან

სოციალურ ქსელში გუდაურში გადაღებული ფოტო ვრცელდება. კადრებზე ჩანს, ზამთრის კურორტზე შეკრებილი უამრავი დამსვენებელი, რომლებიც დისტანციას არ იცავენ.

ფოტოს სოციალურ ქსელში გიორგი ვარსიმაშვილი ავრცელებს.

"სოციალური დისტანცირება გუდაურში. ფოტო გადაღებულია დღეს" - წერს ვარსიმაშვილი.

ფოტოს კომენტარებში ეხმაურებიან დამსვენებლები, ასევე საზოგადოების ნაწილი:

"ყველა პირბადით არის, და რა საშიშროებაზე ლაპარაკობთ, რამ გაგაბოროტათ!"

"ისეთი აღჭურვილები ვსრიალებთ ექიმებსაც კი შეშურდებათ, ასე რომ, სანერვიულო არ არის. ვისაც ეუხერხულება ნუ ისრიალებს ძალიან მარტივია"

"და საღამოობით ბარებში და/ან ერთმანეთთან ოთახებში სტუმრობა..."

"თუ მოხალისეებია საჭირო, აგერ ჯანდაბას ჩემი მკლავი და ტანი" - რას წერს უგულავა ვაქცინაციაზე?

"მამა, რომელსაც შვილს არ ანახებენ, არ არის ვალდებული დედა და მისი მონაგარი არჩინოს" - ნინი შერმადინი

"ეს ჩემი ხელია. ილოცეთ… ტკივილს ვერ ვუძლებ!" - მამა პეტრე კოლხი ავარიაში მოყვა