ავტორი:

რატომ გაშალეს ექიმებმა პარლამენტის შენობასთან კარავი?

რატომ გაშალეს ექიმებმა პარლამენტის შენობასთან კარავი?

პარლამენტის შენობასთან ექიმებმა სამედიცინო კარავი გაშალეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, კარავი აღჭურვილი იქნება მედიკამენტებითა და პირველადი გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო ინვენტარით. მისი თქმით, კარავში მუდმივად იქნება ერთი ექიმი მაინც, რომელიც პარლამენტის წინ მყოფ აქტივისტებს საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება.

"კარავი აღჭურვილია პირველადი გადაუდებელი დახმარების მედიკამენტებით. აქ მყოფი აქტივისტები, რომლებიც ჩვენი შვილების და ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან, უზრუნველყოფილი იქნებიან გადაუდებელი დახმარებით. ისინი მიიღებენ ჩვენი, მედპერსონალის დახმარებას. ექიმები დარჩებიან მორიგეობით, ერთი ადამიანი სულ იქნება კარავში, რომელიც გაუწევს პირველად სამედიცინო დახმარებას აქტივისტებს“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.