ავტორი:

"თითქოს რაღაც გავიტანე, შემოვიტანე, გავიქეცი... ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ივანიშვილის შექმნილი მოძრაობის მხარდამჭერი"  - რას წერს ლაშა ნაცვლიშვილი "პოსტვიდან" წასვლაზე?

"თითქოს რაღაც გავიტანე, შემოვიტანე, გავიქეცი... ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ივანიშვილის შექმნილი მოძრაობის მხარდამჭერი"  - რას წერს ლაშა ნაცვლიშვილი "პოსტვიდან" წასვლაზე?

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც "ქართული ოცნების" მრჩეველი გახლდატ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს.

“ნაციონალური მოძრაობის” ტელევიზიები, მათი კომიკური აქტორები და ჩემი სხვა ხელმოცარული არაკეთილმოსურნეები გააფთრებით და ხმაშეწყობილად ავრცელებენ ჭორს და სიცრუეს, თითქოს რაღაც გავიტანე, შემოვიტანე, გავიქეცი... გარწმუნებთ, “პოსტივიდან” ჩემი წამოსვლით შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება, რადგან მუდამ ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის საჯარო და აქტიური მხარდამჭერი და 2012 წლის 1 ოქტომბრის იდეალების ერთგული. ასე რომ, ჩვეული შემართებით, ოღონდ განსხვავებულ ამპლუაში ვაგრძელებ ბრძოლას. ნუ ცქმუტავთ, დამშვიდდით, დაიოკეთ ნერვები და დაელოდეთ!" - წერს ნაცვლიშვილი.

ლაშა ნაცვლიშვილი "პოსტვში" 2021 წლის 21 თებერვალს დაბრუნდა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ლაშა ნაცვლიშვილმა გაავრცელა ბერა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერები.

"ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო, მაგრამ საზოგადოებას კითხვა გაუჩნდა და..." - ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ შეხვდა შარლ მიშელს ორჯერ?

რა შედეგი გამოიღო კრისტიან დანიელსონისა და უმრავლესობის შეხვედრამ?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"