ავტორი:

"ძალიან საშიში ხალხი ვართ... ეს გამოუსწორებელ ზარალს მიაყენებს მომავალში ძალადობის მსხვერპლთა დაცვას" - რას წერს ჟურნალისტი ბასილაშვილის საქმის "გარჩევებზე"

"ძალიან საშიში ხალხი ვართ... ეს გამოუსწორებელ ზარალს მიაყენებს მომავალში ძალადობის მსხვერპლთა დაცვას" - რას წერს ჟურნალისტი ბასილაშვილის საქმის "გარჩევებზე"

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვების შემდეგ საზოგადოების მხრიდან ნეგტიურ გამოხმაურებას სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის:

"ძალიან საშიში ხალხი ვართ ჩვენ. საზოგადოებრივ ჩეკზე აზრების ამორტყმა გვირჩევნია ყველაფერს: უდანაშაულობის პრეზუმციასაც და კომპეტენციასაც. მთავარია ერთხელ გამოიწეროს საზოგადოებრივი ჩეკი ვინმეზე/რამეზე და მოსაზრებები იცოცხლე, გვაქვს... მეც ასეთი ვარ. მეც მაქვს მოსაზრება. მეც ვჩქარობ ის საზოგადოებრივ ჩეკზე ამოვარტყა და მეც მინდა, მისი ყველას სჯეროდეს: გენდერი, რასა, სექსუალური ორიენტაცია, ეროვნება, სახელი ან გვარი, ადამიანის უდანაშაულობის ან დამნაშავეობის გარანტია რომ იყოს, დედამიწაზე არც უსამართლო და არც სამართლიანი სასამართლო საჭირო აღარ იქნებოდა.

ოჯახური ძალადობა უაღრესად მტკივნეული და პრობლემატური თემაა საქართველოში. ამიტომ საორატორო თუ საპოსტაო ხელოვნებაში მისი უპრაგონოდ აბურთავება ზოგადად, თემის მარგინალიზაციას მოახდენს და გამოუსწორებელ ზარალს მიაყენებს მომავალში ასეთი ძალადობის მსხვერპლთა დაცვას. ამიტომ ასეთი ქეისები "ფეისბურქზე" კი არ უნდა ირჩეოდეს, ჩემი და ჩემნაირი ენამახვილი საზოგადოების მიერ, არამედ სასამართლოში. და თუ მაინც მაუსი წაგვძლევს, თითოეული სიტყვის უკან მკაფიოდ დასაბუთებული არგუმენტი უნდა იყოს. თორემ რა გამოვიდა - ხან დედა-შვილს სახლს ართმევენ, ხან დედა-შვილი კი ცხოვრობს მამის დანატოვარ დიდ სახლში, მაგრამ ბავშვი რომ გაიზრდება, ბინა ხომ უნდა... ხან "ასი ათასი მიაშავა" ყოფილმა ქმარმა, ხან 180 ათასი დოლარი და სხვა უძრავი ქონება დაუთმო, მაგრამ ეს ცოტაა, რაც აქვს იმასთან შედარებით... მოკლედ რა... ვერ გავიგე ვერაფერი ამ ტალახით გუნდაობაში..."