ავტორი:

ირინა ტორონჯაძეს "რუსთავი 2"-ზე გადაცემა დაუხურეს - შეეწირა თუ არა "მენტალური ომები" გიორგი ლომინაძის სტუმრობას?

ირინა ტორონჯაძეს "რუსთავი 2"-ზე გადაცემა დაუხურეს - შეეწირა თუ არა "მენტალური ომები" გიორგი ლომინაძის სტუმრობას?

„რუსთავი 2“-ზე გადაცემა „მენტალური ომები“ დაიხურა. არხი როგორც გადაცემას, ასევე წამყვანს დაემშვიდობა. გადაცემა, რომელიც ეთერში 21 თებერვალს უნდა გასულიყო, 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის თემას ეხებოდა და წამყვანს ერთ-ერთ სტუმრად „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი წევრი გიორგი ლომინაძე ჰყავდა მიწვეული.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში 14 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გახმაურებული შემთხვევის შესახებ სიუჟეტები გავიდა ყველა ტელევიიზიის ეთერში. თვითმკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს 24 წლის მამაკაცი, რომელმაც 14 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადა. განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა გარდაცვლილის ბაბუაც, რომელსაც გამოძიება მუქარასა და ძალადობას ედავება.

გადაცემაში გიორგი ლომინაძის სტუმრობა ქალთა მოძრაობის წევრებმა გააპროტესტეს და „რუსთავი 2“-ს სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალური წერილითაც მიმართეს. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის ანონსი მთელი კვირის განმავლობაში ტრიალებდა ეთერში, 21 თებერვალს აღნიშნული გადაცემა ეთერიდან მოიხსნა, ხოლო მოგვიანმებით გადაცემა საერთოდ მოიხსნა საეთერო ბადიდან.

გიორგი ლომინაძის ეთერში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება კი 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის თემაზე დაწერილ სტატუსს მოჰყვა. იგი წერდა, რომ არ თვლიდა ამ საქმეში 24 წლის ბიჭს დამნაშავედ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ის, რომ 14 წლის გოგონა უკვე ბიოლოგიურად სრულწლოვანი გახლდათ და სქესობრივი აქტიც ნებაყოფლობითი იყო.

გიორგი ლომინაძეს გადაცემა დაუხურეს „გირჩი TV“-ზეც და ასევე სტუდენტების თხოვნით, გაათავისუფლეს ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან, სადაც ის ლექციებს კითხულობდა.

ირინა ტორონჯაძეს ჯერ კიდევ გადაცემის დაბლოკვის დროს მიაჩნდა, რომ გადაცემა დაბალანსებული იყო და არაფერს აშავებდა იმით, რომ გიორგი ლომინაძე ეთერში ჰყავდა მიწვეული... მოგვიანებით ტორონჯაძემ სტატუსი სოციალური ქსელიდან წაშალა... გადაცემა მაინც დაიხურა და დღეს ტორონჯაძე ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს.

- ირინა, „რუსთავი 2“ დატოვეთ და გადაცემა „მენტალური ომები“ დაიხურა. ეს მხოლოდ გიორგი ლომინაძის სტუმრობის სკანდალს ეხებოდა თუ კიდევ სხვა მიზეზებიც გქონდათ?

- ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს რჩევა ჩემი იურისტისგან მივიღე. არ ვიცი, რას ვიზამ, რას ვაპირებ ამ თემაზე მომავალში. გიდასტურებთ, რომ წამოვედი გადაცემიდან და დაიხურა „მენტალური ომები“. შემიძლია ამაზე ვრცლად ვისაუბრო, მაგრამ ამ ეტაპზე არ შედის ეს ჩემს ინტერესებში. თუ ამისი დრო მოვა, ვისაუბრებ.

- როგორც მივხვდი, ლომინაძესთან დაკავშირებით არ აკეთებთ კომენტარს...

- დიახ, არ ვსაუბრობ მაგაზე.

- სხვა ტელევიზიით ხომ არ გამოჩნდებით?

- აუცილებლად, მაქვს მოლაპარაკებები, თუმცა ამასაც ვერ გავამჟღავნებ, მოლაპარაკებების ეტაპზე ვარ...

საქართველოს რეგიონებისა და თბილისის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

"ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შესაძლოა, სულ მალე შემოვიდეს ქვეყანაში" - ამირან გამყრელიძე

"სალანძღავად ძალიან ცუდი სამიზნე ვარ, რადგან ყველაფერს, რასაც მაბრალებთ, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკოსებს