ავტორი:

სამკაულის შთაგონება, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს, ქართული ოქროს საგანძურია

სამკაულის შთაგონება, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს, ქართული ოქროს საგანძურია

CHRONOS სამკაულია, რომელიც შეიქმნა პრემიუმ ხარისხის მოყვარული მომხმარებლისთვის, რომელთაც განსაკუთრებული ემოციების გაზიარების სურვილი აქვთ. ბრენდის მომხმარებლები ქართველები და საქართველოში ჩამოსული ტურისტები არიან, რადგან მათ ხარისხიანი ქართული ნივთის შეძენა ან ჩუქება სურთ. CHRONOS-ის შეძენა შესაძლებელია ფეისბუქზე, და ინსტაგრამზე. მიწოდება ხორციელდება საქართველოს მასშტაბით, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

CHRONOS აერთიანებს მდიდარ ხასიათს, ხარისხს და ემოციას. ეს სამი კომპონენტი ბრენდის ნიშანია.

CHRONOS სამკაულის ხასიათის წყარო მდიდარი ქართული ოქროს საგანძურია, რომელიც სამი ათასწლეულის ისტორიას მოიცავს და დღეს საქართველოს მუზეუმებშია დაცული. ყოველი ნივთი ამ ისტორიის მნიშვნელოვან დეტალს ყვება და ღირებულია თავისი ამბით. ისტორია ნივთის სილამაზეს სიღრმეს, მნიშვნელობას და დაუვიწყარ ემოციას სძენს. ყოველ სამკაულს მოყვება ორენოვანი ანოტაცია, ქართულად და ინგლისურად, სადაც სამკაულის ამბავია მოყოლილი.

CHRONOS სამკაულის ხარისხის წყარო მის ყველა დეტალშია - დიზაინში, განხორციელებაში, შეფუთვასა და რა თქმა უნდა მომსახურებაში. მომხმარებლები იღებენ პრემიუმ ქართულ პროდუქტს ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული მაღალი სტანდარტით ყველა კომპონენტში.

CHRONOS სამკაულის ემოციის წყარო ძველის და ისტორიულის თამამი და ახლებური ადაპტაცია და, მისი უკომპრომისო ხარისხით განხორციელებაა - ეს არის ბრენდის კრეატიული, დიზაინერების და იუველირების გუნდის მთავარი ამოცანა. შედეგად, იქმნება სამკაული, რომელიც არის აღფრთოვანების, სურვილის, ძლიერი ემოციის წყარო. ბრენდის მიზანი არა მომხმარებლის კმაყოფილება, არამედ მათი აღფრთოვანებაა.

ეს სამი კომპონენტი CHRONOS-ის ნიშანია. მომხმარებელი მას ენდობა და ბრენდი ყოველთვის ახერხებს მათ მოლოდინებს გადააჭარბოს, აღაფრთოვანოს ისინი და სიამოვნებით და ამაყად ატარონ ან აჩუქონ CHRONOS-ის სამკაული.

CHRONOS სამკაული მოიცავს ბეჭდებს, სამაჯურებს, საყურეებს, გულსაკიდებსა და ბროშებს. სამკაული მზადდება 925 სინჯ ვერცხლში, 24 კარატიანი მოოქროვებით ან ვერცხლის როდირებით, რაც ვერცხლს პირვანდელ სახეს და ბრწყინვალებას უნარჩუნებს. ამასთან, არის ანტიალერგიული.

მომხმარებელს, ვინც CHRONOS სამკაულს ატარებს, უყვარს დროში გამოცდილი სილამაზე, ნივთი, რომელსაც ისტორია აქვს, მითუმეტეს ქართული ისტორია, მისთვის მნიშვნელოვანია დახვეწილობა, ელეგანტურობა და ხარისხი. მას ირჩევენ, როდესაც სურთ შეიძინონ განსაკუთრებული ნივთი, უნიკალური საჩუქარი და ისარგებლონ საქართველოს კულტურის ისტორიასთან შეხების გამორჩეული შესაძლებლობით.

R

პრაქტიკული რჩევები, რომლებიც რემონტის პროცესს ნამდვილ სიამოვნებად აქცევს

სასტუმრო თბილისი მარიოტი ახლად გარემონტებულ სასტუმროს ნომრებსა და კაფე პარნასში სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

"ავერსსა" და ოლიმპიურ კომიტეტს შორის მემორანდუმი განახლდა