ავტორი:

"არ ცხრება ვნებათაღელვა ასტრაზენიკას ირგვლივ... ვისმენ ათას შეთქმულების თეორიას" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი ვაქცინაზე და რა გზა გაიარა მან აცრამდე და მის შემდეგ

"არ ცხრება ვნებათაღელვა ასტრაზენიკას ირგვლივ... ვისმენ ათას შეთქმულების თეორიას" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი ვაქცინაზე და რა გზა გაიარა მან აცრამდე და მის შემდეგ

ავტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე "ატრაზენეკას" ვაქცინის შესახებ, რომლითაც დღეს საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო, სოციალურ ქსელში წერს:

"არ ცხრება ვნებათა ღელვა ასტრაზენიკას ვაქცინის ირგვლივ. ვისმენ ათას შეთქმულების თეორიას - (ბოდვას ემბრიონებზე)! არიქა ევროპის ქვეყნები აღარ აკეთებენ ამ ვაქცინასო და ა.შ.

მოკლედ: საქმე შემდეგშია, ვაქცინას შექმნას, რომელზეც ყველაფერი გვეცოდინება ჭირდება მინიმუმ 5 წელი მაქსიმუმ 10 წელი. პანდემიამ (შევწუხდითო, გვიზღუდავენ თავისუფლებასო, ნიღაბი არ გვინდაო და ზოგიც ხელის დაბანასაც აპროტესტებს) სამედიცინო მეცნიერებაში გააჩერა თითქმის ყველა კვლევა, რაც არ იყო დაკავშირებული კოვიდთან, მის ვაქცინასა თუ წამალთან. ფინასების მობილიზება მოხდა კოვიდის კვლევების მიმართულებით. დიდი თანხები ჩაიდო ვაქცინის განვითარებაში. ფორს მაჟორში შეიქმნა ვაქცინები, ბევრი ღია კითხვებით.

ჯერ-ჯერობით დაშვებული ვაქცინებიდან, ყველაზე სრულყოფილ და კეთილსინდისიერად - პროფესიულ დონეზე პასუხები აქვს გაცემული დასმულ შეკითხვებზე "ასტრაზენიკას". ასევე აღნიშნულმა ფარმა ფირმამ, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნებთან, ვისაც აწოდებს ვაქცინას ხელშეკრულებაში ჩადო ერთი პუნქტი: თუ ვაქცინა გამოწვევს გართულებებს , მაშინ ვიდრე არ გაირკვევა მიზეზი, უნდა შეჩერდეს ამ შარჟის ვაქცინის გაკეთება! რითაც ის ქვეყნები, რომელებმაც დროებთ შეაჩერეს ასრაზენიკას ვაქცინის გამოყენება, სარგებლობენ.

ასე მოიქცა ავსტრიაც როცა, ერთი ადამიანის გარდაცვალება დაფიქსირდა ვაქცინაციიდან 10 დღის შემდეგ. ობდუქციამ დაადასტურა, რომ გარდაცვალების მიზეზი არ იყო ვაქცინა. დღეს ასტრაზნიკათი ვაქცინაცია არ არის შეჩერებული ავსტრიაში. ასევე დაახლოვებით 10 მილიონი მოქალაქე აცრა ბრიტანეთმა ასტრაზენიკას ვაქცინით, როგორ ფიქრობთ სიკვდილიანობის სტატისტიკა როგორია? - 0!

რაც შეეხება "ფაიზერს", გვახსოვს მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაცვლილი ადამიანების ამბავი და სხვა ამბებიც გარდაცვალების შესახებ ვაქცინაციის შემდეგ, რატომღაც არ მახსენდება, რომ მიუხედავად დაფიქსირებული სიკვდილიანობის შემთხვევებისა რომელიმე ქვეყანას შეეჩერებინა "ფაიზერით" ვაქცინაცია, პირიქით... აქ არ გიჩნდებათ კითხვები? მაშინ მე გეტყვით, "ფაიზერის" კონტრაქტში, არ წერია ის, რაც დევს ასტრაზენიკას კონტრაქტში. ადრე დავწერე, რატომ იკავებდა თავს ავსტრია ფაიზერის ვაქცინის შემოტანაზე. იმიტომ, რომ სწორედ ფარმა ფირმის მიერ დადებულ მონაცემებზე პასუხისმგებლობას ითხოვდა ავსტრიის ხელისუფლება "ფაიზერ-ბაინტექისაგან", რაზეც უარი მიიღეს! დილით გადავხედე, ჩემს კლინიკაში დაახლოვებით 4880 თანაშრომელია აცრილი "ასტრაზენიკას" ვაქცინით. აბა რა გითხრათ, ცოცხლები ვართ ყველანი! წარმატებებს გისურვებთ!" - წერს ექიმი.

ირმა კვიცარიძე საქართველოში ვაცინაციის პროცესის დაწყებასაც ეხმაურება და აცრებთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებასაც გვიზიარებს:

"საქართველოში ვაქცინა ჩამოვიდა, ეს კარგია!

მოვისმინე, რომ არსებობს ვაქცინაციის გეგმა. მნიშვნელოვანია მისი სწორად წარმართვა, ვაქცინაციის იმიჯი გადამწყვეტი იქნება, მისი წარმარტებისათვის. ამიტომ გიამბობთ, როგორ გავიარე გზა აცრამდე და მის შემდეგ.

1. საინფორმაციო სამუშაო, რაც იმას ნიშნავს, რომ სამი კვირით ადრე მივიღე ინფრომაცია ყველა ვაქცინის შესახებ, რაც შემოთავაზებული იყო კლინიკის მიერ, რომელ ვაქცინას გავიკეთებდი, არჩევანი გავაკეთე თავად.

2. მივიღე წინასარ კითხვარი (ელექტრონული სახით), სადაც კითხვები იყო გაწერილი, რისკების შესაფასებლად. შევსებული ანკეტა გადავაგზავნე ვაქცინაციის ცენტრში. 2 დღეში დამუშავებული და რისკების მიხედვით შეფასებული ანკეტა რეკომენდაციებით დამიბრუნდა უკან.

3. ანკეტაში მითიტებული იყო დღე, საათი და ადგილი, სადაც უნდა გამეკეთებინა ვაქცინა. ასევე მითითებული იყო, თუ რომელ გვერდით მოვლენებზე უნდა გამემახვილებინა ყურადღება, თუ ის წარმოიქმნებოდა.

4. ვაქცინის გაკეთების შემდეგნ 30 წუთი დავყოვნდით ობსერვაციის ოთახში, რამეთუ ალერგიული რეაქცია შესაძლოა განვითარდეს პირველი 15 წუთიდან 30 წუთამდე.

5. ობსერვაციის ოთახიდან გამოსვლის შემდეგ გავეცი 3 შეკითხვას პასუხი. რაც უშუალოდ ეხებოდა სწორედ ალერგიული რეაქციის ნიშნებს.

6. მივიღე ჩემი ვაქცინაციის პასპორტი, სადაც კოვიდის ვაქცინის მონაცემებიც იქნა შეტანილი, ასევე გადმომცეს კითხვარი, სადაც შემიძლია შევიტანაო ჩემს მიერ დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები თუ ასეთი განვითარდა, ასევე ექიმის საკონტაქტო ინფორმაცია, პრობლემების შექმნის შემთხვევაში.

7. ასევე მივიღე რეკომედაცია, თუ როგორ შემეძლო შესაძლო მსუბუქი გვერდითი მოვლენებისგან თავი დამეღწია

8. მივიღე მეორე დოზის გაკეთების თარიღი.

მე გავიკეთე "ასტრაზენიკას" ვაქცინა, არ მქონია არანაირი პრობლემა. ცხელების პროფილაქტიკისათვის მივიღე 1 აბი პარაცეტამოლი. ყველაფერი იქნება კარგად. წარმატებებს გისურვებთ", - წერს ექიმი.

ექიმი ანტივაქცერულ განწყობებსაც ეხმაურება და წერს:

"ვფიქრობ, მოქალაქეებს უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია ვაქცინაციის აუცილებლობის და ვაქცინების შესახებ. მინისტრი და პასუხიმგებელი პირები უნდა იჯდნენ ყველა ტელავიზიის ეთერში და უნდა პასუხობდნენ თუნდაც მეასეჯერ დასმულ ერთსა და იგივე შეკითხვას, მიმიკების და ხმის ტონის ცვლილების გარეშე. ადამიანები მხოლოდ მათთვის მისაღებ მედია საშუალებებში გაჟღერებულ ინფორმაციას უკეთებენ აქცეპტირებას. თუ ვინმე ყოყმანობს და ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, გაიკეთუს თუ არა ვაქცინა, მათ არ უნდა დასცინონ და არ უნდა მიაწერონ ანტივაქსერობა. ამის ძალიან ცუდი მაგალითია თუნდაც ამ #ანტივაქსერიარავარმაგრამ პლატფორმის შექმნელი პირი. თან დასცინი და თან ჭკუას ასწავლი...! ინფორმაციის მიწოდებას მაშინ შეძლებ, როცა თავად კარგად გესმის მისი არსი. ასე რომ..."

"ჩვენი ბავშვობა..." - მაკა ჩიჩუა წლების წინ, შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

"გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ... ეს არის დანაშაული" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი

"კვლევამ აჩვენა, რომ MRNA ვაქცინების გამოყენების შემდეგ სპერმის ხარისხს და მამაკაცის განაყოფიერების უნარს არაფერი ემუქრება!" - კულუმბეგოვი