ავტორი:

კასპში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - პოლიციამ ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობისთვის 30 წლის მამაკაცი დააკავა

კასპში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - პოლიციამ ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობისთვის 30 წლის მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კასპში, 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ზ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, კასპში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 1987 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ზ.კ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

„ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თვითმხილველების ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარს, რომელიც კასპში, სასაფლაოს ტერიტორიაზე იპოვეს, სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილი კასპში მცხოვრები ნოდარ ღუნაშვილი, მეტსახელად ,,კონტარაა". იგი ყოფილი მსჯავრდებულია და სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დატოვა. გარდაცვლილის ნაცნობები მომხდარის ვერსიებზე ვერაფერს ამბობენ.

კახეთის გზატკეცილზე, სადაც მოქალაქეები საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ, პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა

სასამართლომ მე-6 კლასის მოსწავლეების მიმართ განხორციელებული იძულების საქმეზე არასრულწლოვნის ბებიას 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა

სოფელ ნატანებში 22 წლის ბიჭმა მამა მოკლა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს