ავტორი:

ქართველი გოგონა, რომლის ფოტოც "თაიმ სქვერზე" გამოფინეს - ნინა ჭელიძის წარმატებული ამერიკული კარიერა

ქართველი გოგონა, რომლის ფოტოც "თაიმ სქვერზე" გამოფინეს - ნინა ჭელიძის წარმატებული ამერიკული კარიერა

ნინა ჭელიძე ერთ-ერთია იმ ქართველებს შორის, რომელთაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდ წარმატებას მიაღწიეს. ქართველი გოგონა მსოფლიოში ცნობილი ინოვაციური საერთაშორისო კომპანიის ბიზნეს-მენეჯერია. თანამედროვე ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომმანიამ "View" წელს აშშ-ს უმსხვილესი საფონდო ბირჟის NASDAQ-ის სიაში საპატიო ადგილი დაიკავა. ამ მოვლენის აღსანიშნავად ნიუ იორკში, "თაიმ სქვერზე" "ნასდაქის" ბილბორდზე კომპანიის მაღალი რგოლის მენეჯერების ფოტოები გამოჩნდა, რომელთა შორის იყო ნინა ჭელიძეც.

ქართველი მენეჯერი AMBEBI.GE-ს მკითხველს ახდენილი ამერიკული ოცნების და წარმატების ისტორიას უამბობს:

- როგორ დაიწყო თქვენი ამერიკული კარიერა?

- 11 წელია ნიუ იორკში ვცხოვრობ. თბილისში დავამთავრე თუ არა სკოლა, ჩამოვედი აქ, რათა საბაკალავრო პროგრამაზე გამეგრძელებინა სწავლა. "ქინგს კოლეჯში" თითქმის სრული დაფინანსებით მიმიღეს. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ ვიყავი ჩამოყალიბებული რა პროფესია უნდა ამერჩია, ამიტომ გადავწყვიტე თავისუფალ მეცნიერებებში ხარისხის (Liberal arts) მიღებისათვის მიმემართა მთელი ძალისხმევა. ეს ხარისხი უფრო ზოგად განათლებას მოიცავს. პოლიტიკა, ფილოსოფია, ეკონომიკის განხრით დავამთავრე საბაკალავრო პროგრამა.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ძალები ჟურნალისტიკაშიც ვცადე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ის არ იყო, რისი კეთებაც მინდოდა. გამიმართლა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა საერთაშორისო HR საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარებოდა მენეჯერების აყვანაში, ძირითადად ტექნოლოგიური გამოცდილების მიმართულებით. მე ვიყავი პირველი თანამშრომელი, რომელიც პირადად ამერიკის ფილიალის გენერალურმა დირექტორმა აიყვანა. მან მე პირველი ოფისის გახსნაში დახმარება მთხოვა. ეს ჩემდამი დიდი ნდობის გამოცხადება იყო.

6 წელი ვიმუშავე ამ კომპანიაში და იქედან წამოვედი, როგორც პროფესიონალი გლობალური მარკეტინგის და ბიზნეს განვითარების მენეჯერი. მაშინ ჩემი ოცნება იყო მემუშავა ისეთ ზრდად, მსოფლიოს დღის წესრიგის შემცვლელ კომპანიებში, როგორებიცაა: Uber, Airbnb და Facebook. ამ მიზნის მისაღწევად მჭირდებოდა კიდევ მესწავლა. ამიტომ NYU stern school of Business-ში ჩავაბარე მაგისტრატურაზე. ჩემმა გეგმამ გაამართლა და 2019 წელს მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ჩემს ამჟამინდელ სამსახურში მუშაობა დავიწყე.

- რა პოზიციაზე მუშაობთ ახლა და რა შედის თქვენს მოვალეობებში?

- ახლა ვმუშაობ საერთაშორისო კომპანია View-ში და ამდენი წლის შრომის შემდეგ პირველად შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს ის სამსახური, რომელზეც მუდამ ვოცნებობდი. ფაქტობრივად, მთელი ეს პერიოდი იმისთვის ვმუშაობდი, რომ აქამდე მოვსულიყავი. საერთაშორისო ბირჟაზე ჩვენი კომპანიის შემოსავლების ზრდის სულ უფრო მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაშიც პირადად შემაქვს წვლილი, რადგან კომპანიის ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვარ.

ჩვენი კომპანია სრულიად უნიკალურ და ინოვაციურ ტექნოლოგიებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანია ე.წ. დინამიური ფანჯრები - ფანჯრები მზის სხივების ზემოქმედების შესაბამისად ფერს იცვლიან, რომ ბინადრები სიცხემ არ შეაწუხოს. კომპანია View საკუთარ მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ფანჯარას, რომელიც ეკრანად შეგვიძლია გამოვიყენოთ, ასევე სხვა ტექნოლოგიურ სიახლეებს.

- რამდენად რთულია სამშობლოს გარეთ წარმატების მიღწევა, რა ბარიერების გადალახვა მოგიწიათ?

- წარმატებული კარიერის აწყობა მარტივი არსად არის, არც საქართველოში. ყველგან ძალიან დიდი შრომა და დისციპლინაა საჭირო. ნიუ იორკში ამას ისიც ემატება, რომ ჩემ გარშემო აბსოლუტურად ყველა ადამიანი არის ჩემსავით ან ჩემზე მეტად ამბიციური. ამიტომ დასვენების და მოდუნების დრო არასოდეს გაქვს. ნიუ იორკი ის ქალაქია, რომელიც მოდუნებას არასოდეს გპატიობს. საქართველოში, თბილისში ეს ტემპი ძალიან განსხვავებული იყო, ამიტომ პირველი რამდენიმე წელი მოვუნდი ახალ რიტმს შევჩვეოდი.

გარდა ამისა, ნიუ იორკში ისევე როგორც ყველგან, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები. ჩემს კარიერულ წინსვლაში ძალიან დიდი როლი ჩემმა პიროვნულმა თვისებებმა ითამაშა - შემიძლია ყველანაირ ადამიანთან გამოვნახო საერთო ენა... წაიკითხეთ ვრცლად

"საქართველოში ვაქცინის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა... მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა" - გამყრელიძის საგანგებო განცხადება

"ზოგიერთი ადამიანი "ფაიზერს" უცდის და ჰგონია, რომ კარგია..." - თენგიზ ცერცვაძე

პაატა იმნაძე განმარტავს, რატომ არ უქმდება "კომენდანტის საათი"