ავტორი:

"ვაქცინა რადგან დაიძრა, ერთიმეორის მიყოლებით წამოვა, წყვეტა ჩვენთან აღარ იქნება" - თენგიზ ცერცვაძე

"ვაქცინა რადგან დაიძრა, ერთიმეორის მიყოლებით წამოვა, წყვეტა ჩვენთან აღარ იქნება" - თენგიზ ცერცვაძე

ვაქცინა რადგან დაიძრა, ერთიმეორის მიყოლებით წამოვა, წყვეტა ჩვენთან აღარ იქნება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, დღეს საქართველოში ისტორიული დღეა.

„მე განწყობამ გამახარა. საქართველომ ეს აღიქვა, როგორც ზეიმი, ძალიან დიდ იმედებს იძლევა, რომ პანდემიას დავძლევთ. ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინა რადგან დაიძრა, ხელშეკრულებებია გაკეთებული, ერთიმეორის მიყოლებით წამოვა, წყვეტა ჩვენთან აღარ იქნება. წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% იქნება აცრილი ისე, რომ წყვეტა აღარ იქნება“, - აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, მას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება მარტის ბოლოს, აპრილის პირველ რიცხვებში უწევს, ვინაიდან კორონავირუსით ინფიცირებიდან 120 დღე უნდა იყოს გასული.

შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

"ბრიტანეთის საიტებზე არ უნდა ვეძებდე მე "ასტრაზენეკას" შემადგენლობას... მოგვაწოდეთ ინფორმაცია, აგვიხსენით" - რას სთხოვს მეუფე ნიკოლოზი ამირან გამყრელიძეს

საქართველოს რეგიონებისა და თბილისის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

"ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შესაძლოა, სულ მალე შემოვიდეს ქვეყანაში" - ამირან გამყრელიძე