ავტორი:

"ვაქცინას და ამ გართულებას შორის კავშირი არ დასტურდება" - ექიმი "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით ახალი აღმოჩენის შესახებ წერს

"ვაქცინას და ამ გართულებას შორის კავშირი არ დასტურდება" - ექიმი "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით ახალი აღმოჩენის შესახებ წერს

ექიმი რეანიმატოლოგი, არჩილ მარშანია "ასტრაზენეკას" ვაქცინასთან დაკავშირებული უახლესი აღმოჩენის შესახებ წერს:

"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შემდეგ, გამოქვეყნდა "ასტრაზენეკას" მიმოხილვა უსაფრთხოების მონაცემების შესახებ 17 მილიონ ადამიანში და აღმოჩნდა, რომ თრომბოემბოლური მოვლენები არათუ უფრო მაღალი, არამედ დაბალიც კია ზოგად პოპულაციასთან შედარებით. ანუ ზოგადადაც ხომ ხდება თრომბოემბოლიური გართულებები ქვეყნებში, სხვადასხვა მიზეზის გამო, რაიმე მედიკამენტის/ვაქცინის გავრცელებას როდესაც იწყებ თუ ამ მედიკამენტის/ვაქცინის ბრალია, ცხადია ამ გართულებების რიცხვი მოიმატებს, რაც ამ შემთხვევაში ასე არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ვაქცინას და ამ გართულებას შორის კავშირი არ დასტურდება. ჯანმრთრლობას გისურვებთ", - წერს ექიმი.

ცოტა ხნით ადრე იმუნოლოგი "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით ჯანმოს მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ წერდა:

"ფსევდომეცნიერული ბოდვა, რო საკაიფოდ ვრცელდება ყველგან და ყველასთან, "ასტრაზენეკაა" მაგის მაგალითი. ათეულობით მილიონი დოზის მერე, კონკრეტული "პარტია" ვაქცინების შემდეგ ("შემდეგ" და არა "ვაქცინის გამო") სავარაუდო (!) ერთეული (!) თრომბოემბოლიური განვითარება კავშირში ხომ არ არისო, დააპაუზეს ცოტა ხნით ვაქცინაცია რამდენიმე ქვეყანაში. დროებით ქნეს, არავის არაფერი აუკრძალავს ან დაუბრაკავს.

გუშინ WHO-მ განაცხადა, რომ კავშირი არ დადასტურდა. მაგრამ რა ხდება რეალურად ჩვენ გარშემო: სულ დაგვავიწყდა ყოველდღე პანტაპუნტით რო იხოცებოდა და იხოცება ხალხი კოვიდის გამო დადასტურებული თრომბოემბოლიებით (და არამარტო), ისიც ნახევარი საქართველო ამის გამო რო კარდიოასპირინზე შეჯდა და მიდის გნიასი ეს რა საშინელება შემოიტანესო. მეტიც ვარსკვლავი #ანტივაქსერიარავარმაგრამ ექიმები რისკჯგუფებს ურჩევენ თავი შეიკავონ ვაქცინისგან, ან "არ ენდობიან". გესმით ხო? ათეულობით მილიონ დოზაზე დაუდასტურებელი შემთხვევის გამო ურჩევენ თავი შეიკავონ დროებით, რისკჯგუფებს (!), მარა ამ დროში ინფიცირებას რა შეიძლება მოყვეს მაგაზე არაფერს ამბობენ. ყოველ დღე მგონია მეტი რაღა უნდა ვნახო სასწაული-მეთქი, მარა არა!

პ.ს. არ დალიოთ ასპირინი ექიმის გარეშე".