ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა ბრიუსელში - რა ინფორმაციას ავრცელებს ევროსაბჭო?

ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა ბრიუსელში - რა ინფორმაციას ავრცელებს ევროსაბჭო?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ხვდება. შესაბამისი ინფორმაცია და ვიდეოკადრები ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

ცნობისთვის, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

"ვაგრძელებთ შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისათვის და ვემზადებით 2024 წელს ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად" - პრემიერი

"საერთაშორისო დონეზე უკვე ღიად მიუთითებენ, რომ საბოტაჟი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ემთხვევა" - გია ვოლსკი

სთხოვა თუ არა ანტონ ობოლაშვილმა ტიკარაძეს ახლობლისთვის ვაქცინა? - "ოცნების" დეპუტატი მასზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება