ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ახალი საბავშვო წიგნი "მე შენ გიმღერი: წერილები ჩემს ქალიშვილებს" გამოვა.
როგორც გამომცემლობა "Random House"-მა განაცხადა, თეთრი სახლის მეთაური თავის წიგნში ახალგაზრდა თანამემამულეებს 13 გამოჩენილი ამერიკელის შესახებ მოუთხრობს - პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონიდან დაწყებული - აშშ-ის ცნობილი ბეისბოლის მოთამაშე ჯეკი რობინსონით დამთავრებული.
გამომცემლობაში უარი განაცხადეს ცამეტივე ამერიკელის დასახელებაზე, რომლებსაც ობამამ წიგნის სხვადასხვა თავები მიუძღვნა, თუმცა აღნიშნეს, რომ მათ შორის ცნობილი ამერიკელი მხატვარი ქალი ჯორჯია ო’კიფიცაა, იტყობინება ИТАР-ТАСС-ი.
როგორც მოსალოდნელია, წიგნი გაყიდვაში 16 ნოემბერს გამოვა.
"Random House"-ში ასევე განაცხადეს, რომ ავტორი წიგნიდან მიღებულ ჰონორარს დაღუპული და დაჭრილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების შვილების დახმარების ფონდში გადარიცხავს.
მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.