ავტორი:

"იმ "რაზგონით“, რა "რაზგონითაც“ კობახიძე მიდის, სამწუხაროდ, გაკოჭილი დაამთავრებს" - გიგი უგულავა

"იმ "რაზგონით“, რა "რაზგონითაც“ კობახიძე მიდის, სამწუხაროდ, გაკოჭილი დაამთავრებს" - გიგი უგულავა

"დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ გავიმარჯვებ, მაშინ აღარავის ემახსოვრება კობახიძე, მაქსიმუმ ფსიქოტროპულებით იყოს გაჯერებული, სახლში ჩაკეტილი, დეპრესიაში მყოფი ტიპი, რომელიც უშინაარსო თვალებით უყურებს ტელევიზორს და აღარავის ახსოვს“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს, სადაც ის აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, არიან კრიმინალები პოლიტიკაში.

როგორც გიგი უგულავა აცხადებს, ირაკლი კობახიძისგან "ასეთი გამოხტომები არაკონსტრუქციულია“.

"როდესაც ასეთი მძაფრი კრიზისია და მოლაპარაკებები ასეთი მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან ასეთი გამოხტომები ძალიან არაკონსტრუქციულია, ალბათ, მიზნად ისახავს ჩაშლას, ან საკუთარ მაყურებელზეა გათვლილი, რომ მაგარი ბიჭები არიან, ან დავალებით მოქმედებს. ამის გარკვევას აზრი არ აქვს, სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, მხოლოდ მის ტყუილებზე ვისაუბრებ.

იტყუება კობახიძე, როდესაც ამბობს, რომ სარჩელი არ მაქვს შეტანილი. მეტიც, ორივე პატიმრობაზე მაქვს სარჩელი შეტანილი სტრასბურგის სასამართლოში. მეტიც, კომუნიკაცია და ყველა პროცედურა აქვს გავლილი ორივე სარჩელს, ადრე თუ გვიან, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, გავიმარჯვებ. მაშინ აღარავის ემახსოვრება კობახიძე, მაქსიმუმ კობახიძე იყოს ფსიქოტროპულებით გაჯერებული, სახლში ჩაკეტილი, დეპრესიაში მყოფი ტიპი, რომელიც უშინაარსო თვალებით უყურებს ტელევიზორს და აღარავის ახსოვს.

სამწუხაროდ, ასეთი იქნება კობახიძის ბედი. იმ აჩქარებით და "რაზგონით“, რა "რაზგონითაც“ ის მიდის, სამწუხაროდ, გაკოჭილი დაამთავრებს. ასეთი ტიპის განცხადებები მიზნად ისახავს, დაიბევოს მინიმუმ მოლაპარაკებების ჩაშლა, აი ჩავშალე იმიტომ, რომ იქით მხარეს კრიმინალები არიან.

აღარ შევალ შეფასებებში, როგორ ვუყურებ ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს, მთლიანად "ქოცობას“ როგორც მოვლენას. ამ ნაწილში ვერასდროს შევთანხმდებით. ჩემთვის დარჩებიან საზიზღრობად, რომელიც ქვეყანას თალხივით ადევს და უნდა მოვიშოროთ. ამიტომ გვინდა რიგგარეშე არჩევნები, არჩევნებით მშვიდობიანად მოხდეს ცვლილებები, ქვეყანა განვითარების გზაზე გადავიდეს. დიახ, ივანიშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი ეს ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანები, სადისტური მიდრეკილების ადამიანები მმართავენ ქვეყანას. ეს ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის“,-აცხადებს უგულავა.

შეგახსენებთ, პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შალრ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტპატიმრები არ არიან.

მისივე განმარტებით, "აღიარებული დამნაშავეები რჩებიან პოლიტიკაში, რაც არის სისტემური პრობლემა ქართული პოლიტიკისთვის“.

მან "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერზე, გიგი უგულავაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „უგულავა, რომელმაც მოიპარა 48 მილიონი და ამისათვის აქვს შეფარდებული სასჯელი. ეს ლიდერები, რომლებიც იპარავდნენ ხალხის ფულს, რომლებიც აწამებდნენ ადამიანებს და ა.შ. არიან დამნაშავეები და მათი დანაშაულებები არის აღიარებული სხვადასხვა ინსტანციის მიერ და ვერც ერთი ვერ ბედავს, ვერც ერთი სარჩელის გაგზავნას სტრასბურგში“.

"მე არ ვისვენებ, მე "ზაგარი" მივიღე უკვე" - როგორ პასუხობს ირაკლი ზარქუა ვაშაძის განცხადებას, რომ "ოცნებამ" "მაისკი პრაზნიკი" მოიწყო

"თალაკვაძე დაასუსტეს... დარწმუნებული ვარ, ამაში კობახიძის ხელი ურევია" - ეკა ბესელია

"ნიკა მელიას ნების საწინააღმდეგოდ მყოფნის ვაჟკაცობაც და გამბედაობაც, რომ ამანისტიის კანონი მივიღოთ" - გიორგი ვაშაძე