ავტორი:

მთის კურორტების სამაშველო გუნდის აღჭურვა და სწავლება კოვიდის საფრთხეებისა და გამოწვევების პირობებში

მთის კურორტების სამაშველო გუნდის აღჭურვა და სწავლება კოვიდის საფრთხეებისა და გამოწვევების პირობებში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში, ხორციელდება შპს „მთის კურორტების განვითარების კამპანიის“ მხარდაჭერა სამთო კურორტებზე უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების, მთის კურორტების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნის მიმართულებით.

“ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვეხმარებით სამთო-სათხილამურო კურორტებს, ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტის ხარისხის ამაღლებაში, როგორიც არის სათხილამურო სამაშველო ჯგუფის წევრების წვრთნა პირველადი სამედიცინო დახმარების უნარჩვევების ამაღლებაში. ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ საქართველოს სამთო კურორტები გახდეს მეტად პოპულარული და მიმზიდველი მოთხილამურეებისათვის და შესაბამისად უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება და მომსახურების მაღალი დონე” - ვანო ვაშაყმაძე, USAID ეკონომიკური უსაფრთხობის პროგრამის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ დაიწყო კომპანიის მართვაში არსებული ყველა კურორტის, გუდაურის, ბაკურიანის, გოდერძის, ჰაწვალისა და თეთნულდის სამაშველო ჯგუფების პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით აღჭურვა და გადამზადება. პროექტს ახორციელებს შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.“

სწავლება მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ ტრენინგებს თემაზე „პირველადი გადაუდებელი დახმარება კოვიდის საფრთხეების და გამოწვევების პირობებში“. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სამთო კურორტებზე სამაშველო ჯგუფების ცოდნის და უნარების ამაღლებას პირველადი გადაუდებელი დახმარების სფეროში, კერძოდ კი, პანდემიის პირობებში კურორტის დამსვენებლებისთვის და ვიზიტორებისთვის პირველადი დახმარების უზრუნველყოფას უსაფრთხოების და ჯანმრთელობის საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვით.

“ოთხივე კურორტზე კოვიდ რეგულაციების სტანდარტების შესაბამისად გადავამზადეთ მაშველები. აქედან გამომდინარე, სამაშველო ოპერაციები ჩატარდება ყველა სტანდარტის გათვალისწინებით. უსაფრთხოებას ძალიან დიდი ყურადღბა ექცევა ყველა კუროროტზე, მაგრამ ეხლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვინაიდან ვემზადებით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ USAID თან. მომავალშიც არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომლებსაც დარწმუნებული ვარ წარმატებით განვახორციელებთ. ” - მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ირაკლი ჭირაქაძე

პროექტის ფარგლებში გადამზადდა 106 მაშველი და მოხდა კომპანიის მართვაში არსებული ყველა კურორტის სამაშველო ჯგუფის აღჭურვა პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით.

პრაქტიკული რჩევები, რომლებიც რემონტის პროცესს ნამდვილ სიამოვნებად აქცევს

პრაქტიკული რჩევები, რომლებიც რემონტის პროცესს ნამდვილ სიამოვნებად აქცევს

სასტუმრო თბილისი მარიოტი ახლად გარემონტებულ სასტუმროს ნომრებსა და კაფე პარნასში სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს