ავტორი:

"რუსეთის ფასი იმდენად ძვირია..." - რა ტარიფით შემოაქვს ექსპრემიერ ნოღაიდელის კომპანიას ელექტრენერგია აზერბაიჯანიდან?

"რუსეთის ფასი იმდენად ძვირია..." - რა ტარიფით შემოაქვს ექსპრემიერ ნოღაიდელის კომპანიას ელექტრენერგია აზერბაიჯანიდან?

რა ტარიფით ყიდულობს საქართველო ელექტროენერგიას რუსეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან "საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ენგურჰესის შეჩერებამ და სხვა საკითხებმაც გამოიწვია“, - ამის შესახებ რადიო "პალიტრისა“ და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "საქმე“ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, კომპანია "ელ გრინის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ამ ეტაპზე ყველაზე დაბალი ტარიფით ელექტროენერგიას აზერბაიჯანიდან ყიდულობს. მეტიც, ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ქვეყნის ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანის კონკურენტი, უკვე თურქეთია და არა რუსეთი. (ცნობისათვის, "ელ გრინი“ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან ახორციელებს)

"27%-ით არის შემცირებული საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია წელს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ტენდენცია არ არის. მოგეხსენებათ, ენგურჰესი გაჩრებებულია რემონტზე და შესაბამისად, ძირითადი მიზეზი საქართველოში ელექტროენერგიის გენერაციის შემცირების, სწორედ ენგურჰესის რემონტზე გაჩერებაა. მომავალ წელს ეს ტენდენცია შეიცვლება, ყოველშემთხვევაში ამდენად არ შემცირდება. სწორედ ენგურჰესის შეჩერებამ და სხვა საკითხებმაც გამოიწვია საქრთველოში ელექტროენერგიის იპორტის ზრდა. გაგრძელება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ლარი დოლართან მიმართებაში 3 პუნქტით გაუფასურდა - როგორია ეროვნული ვალუტის კურსი

თბილისის რომელ ობიექტებში აღმოაჩინეს ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობისა და ვადაგასული ხორცი - სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია