ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი "ასტრაზენეკას" ვაქცინით 18 მარტს აიცრება - "პრეზიდენტი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ პირებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს"

სალომე ზურაბიშვილი "ასტრაზენეკას" ვაქცინით 18 მარტს აიცრება - "პრეზიდენტი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ პირებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს"

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინი 18 მარტს აიცრება. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"საქართველოს პრეზიდენტი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო "ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება.

პრეზიდენტი ვაქცინის გაკეთებისაკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს" - ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა 15 მარტს დაიწყო.

ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა - რას წერს ნატალი საბანაძე სოციალურ ქსელში

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავენ

"ეს არის ალტერნატივა და სტაბილურობის გარანტი" - გიორგი მარგველაშვილი ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბრობს