ავტორი:

"რაც მეტად გახანგრძლივდება პაუზა მის პოლიტიკურ საქმიანობაში, მით უფრო შემცირდება მისი პოტენციალიც და პერსპექტივაც" - რას ფიქრობენ ექსპერტები გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებაზე?

"რაც მეტად გახანგრძლივდება პაუზა მის პოლიტიკურ საქმიანობაში, მით უფრო შემცირდება მისი პოტენციალიც და პერსპექტივაც" - რას ფიქრობენ ექსპერტები გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებაზე?

ბევრი მითქმა-მოთქმაა ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდგომ პოლიტიკურ ბედზე. რამდენად აქვს მას პოტენციალი, რესურსი და ამბიცია, რომ შემობრუნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას? გვესაუბრებიან ექსპერტები: მამუკა არეშიძე და გია ხუხაშვილი:

მამუკა არეშიძე:

- ამბიციაზე ვერაფერს გეტყვით - მას არ ვიცნობ, თუმცა პოლიტიკური პოტენციალი ნამდვილად აქვს, მაგრამ რაც მეტი დრო გავა და გახანგრძლივდება პაუზა მის პოლიტიკურ საქმიანობაში, მით უფრო შემცირდება მისი პოტენციალიც, რესურსიც და პერსპექტივაც, ამიტომ თუ ის აპირებს პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას, უახლოეს მომავალში მისგან ამის მინიშნება მაინც უნდა დავინახოთ, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს მოლოდინი და განწყობა, მერე კი დროულად უნდა დაიწყოს მოქმედება.

გია ხუხაშვილი:

- ჩემი აზრით, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დრჩენის სურვილი რომ ჰქონოდა, არ გადადგებოდა. ფაქტია, "ქართული ოცნების" "პოლიტბიურო" მას ვერ გადააყენებდა. ვფიქრობ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე გამართლებული ნაბიჯი იქნებდა, თუ ის აუკრძალავდა შს მინისტრს მელიას დაკავების სპეცოპერაციის ჩატარებას, საჯაროდ ახსნიდა ამის მიზეზებს და თუ შს მინისტრი არ დაემორჩილებოდა, გადააყენებდა. ამის შემდეგ შეეძლო დაენიშნა მოვალეობის შემსრულებელად, მაგალითად, საბანაძე, რომელთანაც ტკბილ ურთიერთობებს გახარიას აბრალებენ. ხელისუფლებას მოუწევდა გახარია პარლამენტის გავლით გადაეყენებინა. კიდევ საკითხავია, გახარიას პარლამენტის გავლით გადაყენებას შეძლებდნენ თუ არა. და თუ შეძლებდნენ, რა პოლიტიკური ფასი დაუჯდებოდათ. შესაბამისად, გახარიას ჰქონდა ძლიერი პოლიტიკური სვლა, მას რომ ნდომოდა პოლიტიკაში დარჩენა. ჩემთვის რომ ეკითხა, ვეტყოდი, რომ როდესაც ხედავ, ჩხუბია გარდაუვალი, ჯობია, პირველმა დაარტყა. ეს არის სწორი პოლიტიკაში და თუ ამის თავი არ გაქვს, ე.ი. შენ ვერ ხარ პოლიტიკოსი. მას ჰქონდა უკეთესი სვლები, ახლა მან გააკეთა ნახევრად სვლები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას პოტენციალი არ აქვს... ჩემი აზრით, გახარიამ გაუშვა თავისი ჭეშმარიტების წამი...

"ქართულ ოცნება“ - 23%, "ნაცმოძრაობა“  - 7% - NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა უმეტესობა პოლიტიკურ სპექტრს უარს უცხადებს

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"მაქვს ინფორმაცია, რომ ბრიუსელში ასოცირების დღის წესრიგის შეჩერებაზე დაიწყეს საუბარი" - ლევან ბოძაშვილის თქმით, თუ დანიელსონის მეორე მედიაციაც უშედეგოდ დასრულდა, ასოცირების პროცესს პრობლემა შეექმნება