ავტორი:

ზოგი გაქცევის მცდელობისას დახვრიტეს ან წამებაში შემოაკვდათ - მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების ახალი სიები

ზოგი გაქცევის მცდელობისას დახვრიტეს ან წამებაში შემოაკვდათ - მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების ახალი სიები

AMBEBI.GE-ს მკითხველისთვის განვაგრძობთ მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების გვარ-სახელების იდენტიფიცირებას. გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მეგი სტემპენი ერთდროულად რამდენიმე ბანაკის არქივში ეძებს ცნობებს, რომლის დამუშავების შემდეგ, ეტაპობრივად გვაწვდის მათ ვინაობას, ვის შესახებაც ოჯახს ინფორმაცია დღემდე არ ჰქონდა.

"დაიკარგა უგზო-უკვლოდ" - ეს მინაწერი ნიშნავდა, რომ მათ შესახებ რაიმე ცნობების მოძიების იმედი, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა.

გთავაზობთ, იმ ქართველების გვარ-სახელებს, რომლებსაც აუშვიცისა და ბოხოლთის ტყვეთა ბანაკებში არაადამიანურ პირობებში მოუწიათ ყოფნა. ქართველი ტყვეების ნაწილი გაქცევის მცდელობისას დახვრიტეს, ან წამებაში შემოაკვდათ. იყო შემთხვევები, როდესაც ტყვეები საკონცენტრაციო ბანაკების ლაზარეთში ან უმძიმესი სამუშაობის შესრულებისას იღუპებოდნენ.

გიორგი ილიას ძე შაქარაშვილი, დაბადებული 1910 წლის 15 აგვისტოს, სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 22 ივლისს, კიევში. ბანაკის ნომერი: 7866. გარდაიცვალა 1941 წლის 22 ნოემბერს. პირველად დასაფლავებული იყო აუშვიცში.

ნიკოლოს კონდრატის ძე გვასალია, დაბადებული 1921 წლის 7 ოქტომბერს, სენაკის რაიონის სოფელ ხორში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 22 ივლისს. ბანაკი: შტალაგი VIII F (318). ბანაკის ნომერი: 10316. გარდაიცვალა 1941 წლის 13 ნოემბერს. პირველად დასაფლავებული იყო აუშვიცში.

ვალერიან ტრიფონის ძე ყვავაძე, დაბადებული 1920 წლის 14 ოქტომბერს თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა საზანოში. დედის სახელი ტატიანა. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 26 ივლისს. ბანაკი: შტალაგი VIII F (318). ბანაკის ნომერი: 7366. გარდაიცვალა ტყვეობაში, 1951 წლის 14 დეკემბერს. პირველად დასაფლავებული იყო აუშვიცში.

გიორგი პავლეს ძე შოშიაშვილი, დაბადებული 1920 წელს ონის რაიონის სოფელ ღებში, დედის სახელი ნინა. ტყვედ ჩავარდნის თარიღი 1941 წლის 15 ივლისი. ბანაკი: შტალაგი VIII F (318). ბანაკის ნომერი: 7320. გარდაიცვალა ფილტვების ანთებით 1942 წლის 18 თებერვალს. პირველად დასაფლავებული იყო აუშვიცში.

ალექსანდრე სამსონის ძე დანელია, დაბადებული 1916 წლის 12 იანვარს, მარტვილის რაიონის სოფელი ნაჯახავო, დედის სახელი თეკლე. ტყვედ ჩავარდნის თარიღი: 15.07.1941. ბანაკი: შტალაგი VIII F (318) ბანაკის ნომერი: 7369. გარდაცვალების თარიღი: 19.11.1941. გარდაიცვალა ფილტვების ანთებით. პირველად დასაფლავებული იყო აუშვიცში.

ბოხოლთის და ბერგენ-ბელზენის ბანაკები:

ვარლამი მელიტონის ძე ჩარგეიშვილი, დაბადებული 1906 წლის 17 ოქტომბერს, ხონის რაიონის კონტუათი. დედის სავარაუდო გვარი - ფირცხალაძე. წოდება: უმცროსი ლეიტენანტი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 25 ოქტომბერს. ბანაკი: შტალაგი 367. ბანაკის ნომერი: 11177. დაიღუპა 1943 წლის 20 მარტს. პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ბოხოლთი

ვასილი ილიას ძე ჭაბაშვილი, დაბადებული 1910 წელს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნიანში. მეუღლე: ჭაბაშვილი მარია... ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 15 მაისს ქერჩში. ბანაკი: შტალაგი VI კ (326). ბანაკის ნომერი: 69541. გარდაიცვალა 1942 წლის ნოემბერში. პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ბოხოლთი.

ადგილი, სადაც სამხედრო ტყვეების კრემაციის შემდეგ, ფერფლის ნაწილს ყრიდნენ. დაღუპულთა შთამომავლები სიმბოლურად ამ ადგილას მიდიან

ხარიტონ მალხაზის ძე თოდუა, დაბადებული 1906 წელს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 18 მაისს ყირიმში. ბანაკი: შტალაგი VI კ (326). ბანაკის ნომერი: 68308. გარდაიცვალა 1942 წლის 17 ნოემბერს. პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ბოხოლთი.

კაკო (აკაკი) ბესარიონის ძე არსენიძე, დაბადებული 1906 წელს ტყიბულის რაიონის სოფელ სოჩხეთი. მეუღლის სახელი ნინა... ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 15 მაისს, ყირიმში. ბანაკი: შტალაგი VI K (326). ბანაკის ნომერი: 120838. გარდაიცვალა 1944 წლის 16 ივნისს, სავარაუდოდ, ძლიერი ცემის შედეგად. პირველადი დაკრძალვის ადგილი: ბერგენ ბელზენი. ჯისი პირადი დოკუმენტების თანახმად, ჰყავდა ცოლი და ორი შვილი.

ნიკოლოზ სიმონის ძე წიკლაური, დედის სახელი - ნინა, დაბადებული 1922 წლის 10 მაისს, დუშეთის რაიონის სოფელი ბურსაჭირი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 10 ივნისს. ბანაკი: შტალაგი VI K (326). ბანაკის ნომერი: 85382. გარდაიცვალა 1944 წლის 26 მაისს ტუბერკულოზით. დაკრძალულია ბერგენ-ბელზენში.

გრიგორი გრიგორის ძე თაყაძე, დაბადებული 1902 წელს, გორის რაიონის სოფელი კირბალში. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 5 მაისს, ქერჩში. ბანაკი: შტალაგი VI კ (326). ბანაკის ნომერი: 98827. გარდაიცვალა 1943 წლის 15 აგვისტოს. პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: #ბოხოლთი.

ბოლო ცნობები დონბასიდან - რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

"რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა" - ვითარება დონბასში

სად მოხდა დიდგორის ბრძოლა - "გამოვიდა მეფე დავითი და მასთან ერთად ძე მისი დიმიტრი, დასავლეთის მხრიდან დიდი ლაშქრით დაეშვა..."