ავტორი:

ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე - დეპუტატი ჰოლივუდის ვარსკვლავთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და "დაუვიწყარ საღამოს" იხსენებს

ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე - დეპუტატი ჰოლივუდის ვარსკვლავთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და "დაუვიწყარ საღამოს" იხსენებს

პიანისტი და ახლა უკვე დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე, "ფეისბუქის" გვერდზე არქივიდან ჰოლივუდის ვარსკვლავთან, ანჯელინა ჯოლისთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

სურათები წლების წინ ჟენევაშია გადაღებული.

"დაუვიწყარი საღამო ანჯელინა ჯოლისთან ერთად ჟენევაში, გაერთიანებული ერების სასახლეში. შესანიშნავია შეხვდე სცენაზე ასეთ შთამბეჭდავ ვარსკვლავს" - წერს ბოლქვაძე.

ცნობისთვის, 2017 წელს ​გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიდ დარბაზში გამართულ ღონისძიებას, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველ სერხიო ვიეირა დე მელოს ხსოვნას მიეძღვნა, ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი და ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ერთად დაესწრნენ.

ანჯელინა ჯოლიმ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ამავე საღამოზე იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა.

"თმა არ ამომდის...სახე გასიებულია... წარმოიდგინეთ, ოთხი თვე ცხოვრობთ კანკალით" - რას ჰყვება თინა ხიდაშელი, რომელიც კორონავირუსის შემდგომ გართულებებს ებრძვის

"არიან ადამიანები, რომლებიც ქალაქებს უდრიან...შესახვევებს, ამ შესახვევებში შეხვეულ ჩურჩულებს" - გიორგი კეკელიძე რეზო გაბრიაძის შესახებ

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს გოგონა შეეძინათ - რა დაარქვეს ახალშობილს