ავტორი:

"უთქვამს, კარანტინში არ გამიშვათ, ცუდად ვარ, მოვკვდები იქო... სასწრაფო დაგვიანებით გამოიძახეს" - რას ამბობენ მხარეები ანაკლიის კოვიდსასტუმროში ქალის გარდაცვალებაზე

"უთქვამს, კარანტინში არ გამიშვათ, ცუდად ვარ, მოვკვდები იქო... სასწრაფო დაგვიანებით გამოიძახეს" - რას ამბობენ მხარეები ანაკლიის კოვიდსასტუმროში ქალის გარდაცვალებაზე

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში მცხოვრები, 62 წლის ქალი, ანაკლიის ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში მოთავსებიდან 2 საათში გარდაიცვალა. აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაქრაძე Ambebi.ge-სთან აცხადებს, რომ ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა. მისი თქმით, საქმეში ჩართული სახელმწიფო უწყებები ერთობლივად ცდილობენ დაადგინონ, რა გახდა პაციენტის გარდაცვალების მიზეზი და იკვეთება თუ არა მომხდარში სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი.

"ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი გალის სამედიცინო ცენტრში მედდად მუშაობდა. მას ჰქონდა გულის ქრონიკული უკმარისობა. ვინაიდან გალის საავადმყოფოში არ არის სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება, ქალბატონი პერიოდულად გადმოდიოდა ზუგდიდში და გეგმიურ გამოკვლევებს იტარებდა. 16 მარტს, ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, მას შემდეგ, რაც პაციენტი გასინჯეს და დადგინდა, რომ არ იყო მძიმედ, თავისით გადაადგილებოდა, გადაანაწილეს კოვიდ-სასტუმროში, როგორც წესია. მძიმედ რომ ყოფილიყო, სასტუმროში არავინ მიიღებდა", - ამბობს ქეთევან ბაქრაძე.

განსხვავებულად ყვებიან ამბავს „ტვ პირველთან“ საუბარში გარდაცვლილის ოჯახის წევრები. მათი ინფორმაციით, ნარგიზა აბუთიძე სამსახურში შეუძლოდ გახდა. გალის საავადმყოფოს ექიმებმა მას მიოკარდის ინფარქტი დაუდგინეს. რადგან კლინიკას სათანადო რესურსი არ გააჩნდა, ოჯახს ე.წ. საზღვარზე გადმოსვლა ურჩიეს.

"გალში მისცეს ანალიზების პასუხები, რომ ცუდად იყო, ინფარქტი ჰქონდა. ამის შემდეგ გადმოიყვანეს ენგურის ხიდზე, ე.წ. საზღვარზე, ავადმყოფს უთხრეს, ავად არ ხარ, კორონა არ გჭირს და კარანტინში უნდა გადახვიდეო. ნარგიზს უთქვამს, კარანტინში არ გამიშვათ, ცუდად ვარ, მოვკვდები იქო. და კოვიდ-სასტუმროში გადაყვანიდან 2 საათში გარდაცვალა", - აცხადებს „ტვ პირველთან“ გარდაცვლილის ოჯახის წევრი.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ანაკლიის კოვიდ-სასტუმროში სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაგვიანებით გამოიძახეს. როგორც ქეთევან ბაქრაძე Ambebi.ge-ს ეუბნება, დაწესებულების ადმინისტრაცია დროულად არ ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პაციენტს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.

"ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ქალბატონს ურეკავდნენ საკუთარი ოჯახის წევრები და რომ ვერ დაუკავშირდნენ, შემდეგ დაურეკეს სასტუმროს ადმინისტრაციას. ამის შემდეგ შევიდა პერსონალი პალატაში და ნახა, რომ ქალი ძალიან მძიმედ იყო. გამოიძახეს სასწრაფო და ექიმების რომ მივიდნენ, პაციენტს გული გაჩერებული ჰქონდა", - უთხრა Ambebi.ge-ს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტში, მდინარე ენგურთან დაკეტილი ე.წ. საზღვარი 2021 წლის 11 თებერვალს გახსნა.

სამძიმარი საოკუპაციო ხაზთან და ყვავილებით მორთული მავთულხლართები: როგორ ემშვიდობებიან დათა პაპას - ემოციური ფოტოები ხურვალეთიდან

"ხელებზე მაკოცა...მითხრა, ჩვენ ერთად დავბერდითო, აბა შენ იცი შენმა ქალობამო, არსად არ წახვიდეო, ქართველები დაგეხმარებიანო“ - დათა ვანიშვილის მეუღლე

კლდესავით იდგა და ამაგრებდა ქართულ მიწა-წყალს - ოკუპირებული სამაჩაბლოს სიმბოლოდ ქცეული დათა პაპა აღარ გვყავს