ავტორი:

"მე და გოგი წლებია ვმეგობრობთ... დალია,  ვერ მოზომა, ჟინის მოკვლას ცდილობდა" - რას ამბობს ქალი, რომელზე ძალადობის ბრალდებით წულაია დააკავეს

"მე და გოგი წლებია ვმეგობრობთ... დალია,  ვერ მოზომა, ჟინის მოკვლას ცდილობდა" - რას ამბობს ქალი, რომელზე ძალადობის ბრალდებით წულაია დააკავეს

ქალი, რომელზე ძალადობის ბრალდებით გოგი წულაია დააკავეს, პოლიციამ გამოკითხა. ა.დ-მ გამოკითხვის შემდეგ მედიასთან მომხდარის დეტალები გაიხსენა.

"მე და ბატონი გოგი წლებია ვმეგობრობთ. მთხოვა, რომ ბატონ გიორგი მარგველაშვილთან ჰქონდა შეხვედრა და უნდოდა, ამ მოლაპარაკებაზე მასთან ვყოფილიყავი. ვუთხარი, თუ რამე შემიძლია გვერდზე დაგიდგებითქო.

მერე დალია, რაღაც ვერ მოზომა და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. ვფიქრობ, ძალადობას და ჟინის მოკვლას ცდილობდა. ბატონ გოგისაც მოხვდა ჩემგან, ვუთხარი პოლიციას გამოვიძახებ-თქო და ამან შეაკავა. ამის მერე გამოვიქეცი" - აღნიშნა ა.დ-მ.

ცნობისთვის, გოგი წულაია სამართლდამცავებმა ქალზე ძალადობის ბრალდებით დღეს დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გ.წ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე - 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

"ყოველ წამს შეიძლება ჩავარდეს კომაში, მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება" - ადვოკატის თქმით, გოგი წულაია შიმშილობს

კახეთში სეზონური სამუშაოსთვის ჩასული ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, შეცდომით მოკლეს  - ვინ არის გარდაცვლილი და რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი?

რუსუდან კერვალიშვილი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს