ავტორი:

"ოპოზიციას პოზიციები დღითიდღე უმძიმდება" - ირაკლი კობახიძე შეხვედრის შემდეგ

"ოპოზიციას პოზიციები დღითიდღე უმძიმდება" - ირაკლი კობახიძე შეხვედრის შემდეგ

დღითიდღე უმძიმდება ოპოზიციას თავისი მდგომარეობა სხვადასხვა მიზეზების გამო,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კობახიძე აცხადებს, საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადება ძალიან მძიმე დარტყმა იყო ოპოზიციისთვის.

"დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად დღითიდღე უმძიმდება ოპოზიციას თავისი მდგომარეობა სხვადასხვა მიზეზების გამო. გუშინ ეს საჯაროდაც იხილეთ ყველამ ერთად. ბორელის განცხადება ძალიან მძიმე დარტყმა იყო ოპოზიციისთვის.

ეს არის ის, რაც საჯაროდ არის ცნობილი. რაც კულისებში ხდება, ამაზე მე ვერ ვისაუბრებ დღეს. შემიძლია გითხრათ, რომ ოპოზიციას თავისი პოზიციები უმძიმდება დღითიდღე“, - აცხადებს კობახიძე.

"ყველა შესაძლო გზებით"ოცნებაზე" ზეწოლას გავაგრძელებთ" - სალომე სამადაშვილი

"არ იქნება მისაღები არცერთი ხედვა, რომელიც პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხს არ ამოწურავს" - ბოკერია

"გაქვთ პასუხი კითხვაზე, რა კავშირი აქვს რურუას პოლიტიკასთან? - თუ ვიღაც არალეგალური წყაროებით აფინანსებს პოლიტიკას, ეს უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე იარაღის უკანონო ტარება" - კობახიძე