ავტორი:

"ეს პროექტი ჯერ კიდევ ჩემ დროს დამუშავდა... როგორც ჩანს, სიჩქარეში რაღაც კვლევები სათანადოდ არ ჩატარდა..." - გიგი უგულავა ვაშლიჯვრის მეწყერულ პროცესებზე

"ეს პროექტი ჯერ კიდევ ჩემ დროს დამუშავდა... როგორც ჩანს, სიჩქარეში რაღაც კვლევები სათანადოდ არ ჩატარდა..." - გიგი უგულავა ვაშლიჯვრის მეწყერულ პროცესებზე

თბილსის ყოფილი მერი, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ვაშლიჯვარში მეწყერული პროცესების გააქტიურებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ადგილზე მიმდინარე გზის სამშენებლო პროექტი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს დაწყებული პროექტია.

"დღეს დილიდან რამდენიმე სპეციალისტს ვესაუბრე. მდგომარეობა მართლაც მძიმეა. მიზეზებზე მე არ დავიწყებ... ის გზა გასაკეთებელია და კარგია, რომ მერიამ დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოკიდა ამას ხელი. ეს პროექტი ჯერ კიდევ ჩემ დროს დამუშავდა, ჩვენი ტრანსპორტის სამსახურის მიერ და ითვალისწინებს ახალი გზის (სადაც 112-ია განთავსებული) პირდაპირი ჩამოსასვლელი გზის მშენებლობას ვეფხისა და მოყმის ძეგლთან, სადაც წესით მეორე ეტაპი უნდა იყოს.

თავის დროზე ფული მოზიდული იყო აზიის განვითარების ბანკიდან. დღეს ეს პროექტი დასრულებული იქნებოდა. ხიდი, რომელიც ამ სატრანსპორტო კვანძს დააკავშირებდა მარცხენა სანაპიროსთან.

მთლიანობაში ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, მაგრამ ბუნებრივია, ყველაფერს აქვს თავისი წესი. როგორც ჩანს, სიჩქარეში რაღაც კვლევები სათანადოდ არ ჩატარდა. ყოველ შემთხვევაში დღეს უკვე საგანგაშო მდგომარეობაა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რაციონალური ძალისხმევით შევძლებთ ამ პრობლემის ისე მოგვარებას, რომ თავის მხრივ გზის მშენებლობაც გაგრძელდეს და მეორე, არ გამოიწვიოს კატასტროფა. დაგვიანებულია რეაქცია, მაგრამ კარგია, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგი არსებობს, რამაც მერია ჩააგდო ცუნცვანგში, რომ სწრაფად იმოქმედოს. ახლა მთავარია იქ სწრაფი მოქმედება, რადგან ნებისმიერ წვიმაზე შეიძლება ის მთა მოწყდეს, როგორც სპეციალისტები ამბობენ. ამიტომ არის მთელი რიგი ღონისძიებები სწრაფად გასატარებელი", - განაცხადა "ტვ პირველთან" გიგი უგულავამ.

თბილისის ამჟამინდელი მერი, კახა კალაძე დაწყებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით მცირე კომენტარით შემოიფარგლა. მისი თქმით, 16 მარტიდან მიიღეს მთელი რიგი ღონისძიებები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, გადაიკეტა გზა და მიმდინარეობს ვითარების შესწავლა.

"ამ პროცესიის შეისწავლიან ადგილობრვი სპეციალისტები, თუმცა ასევე ველოდებით გეოინჟინრებს გერმანიიდან, რომლებიც მომავალ კვირას უკვე ჩამოვლენ“, - განაცხდა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესების ნაწილობრივ გააქტიურების გამო, მერიის მხრიდან შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, მიმდინარეობს მეწყრული პროცესის მონიტორინგი და ასევე, დეტალური კვლევა ჩატარდება.

ამასთან, როგორც ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, პრობლემის მოგვარებაში მომდევნო კვირაში გერმანელი გეოინჟინრებიც ჩაერთვებიან.

„მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მოქმედებების შედეგად, სტაბილიზაციაში მყოფი მეწყრული პროცესები ნაწილობრივ გააქტიურდა. ამ ფაქტის გამო, მერიის შესაბამისი სამსახურები დარგის შესაბამის სპეციალისტებთან ერთად ჩაერთნენ ამ პრობლემის მოგვარებაში. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად ღონისძიებები, არის რამდენიმე სახის რეკომენდაცია ექსპერტების მხრიდან, რომ პირველ რიგში მომხდარიყო მაჭავარიანის ქუჩის ჩაკეტვა, რაც მერიამ მოსახლეობას რამდენიმე დღის წინ შეატყობინა და ეს ქუჩა გადაიკეტა. ასევე, მათი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს მეწყრული პროცესის მონიტორინგი, რაც უკვე პირველივე წუთიდან მიმდინარეობს. ასევე, მათი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს დეტალური კვლევა, პროექტირება და შემდგომ შესაბამისი სამუშაოები განხორციელება, რაც უკვე მიმდინარეობს. კვლევა-პროექტირების ეტაპზე ვართ და უახლოეს დღეებში დასრულდება. ჩვენ გვექნება პირველადი მონაცემები, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. ასევე, მომდევნო კვირაში გერმანელი გეოინჟინრები ჩამოგვყავს. ისინი მაღალი კვალიფიკაციის ხალხი არიან და ჩვენთვის მათი აზრიც მნიშვნელოვანია, ისინიც უშუალოდ ჩაერთვებიან ამ პროცესში. პირველ რიგში, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ახლა პირველი რიგის ამოცანა არის, რომ მაჭავარიანის ქუჩა რაც შეიძლება მალე გაიხსნას, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდგომ, რაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ამ ქუჩაზე გადადგილება სრულიად უსაფრთხო იქნება“, - განაცხადა ბენდელიანმა.

მისი განმარტებით, მაჭავარიანისა და მარშალ გელოვნის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაზე სამუშაოების დაწყებამდე დეტალური პროექტი იყო გაკეთებული, იყო გეოლოგების დასკვნებიც, ჩატარებული იყო ექსპერტიზაც და ამის შემდეგ დაიწყო სამუშაოები.

კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს მეწყრული პროცესების გააქტიურება, მერის მოადგილემ უპასუხა, რომ ეს საკითხის დეტალური შესწავლის შემდეგ გაირკვევა.

„პასუხისმგებლობის საკითხი რომ დასვა და თქვა, რომ კონკრეტული პიროვნება ან ორგანიზაცია არის პასუხისმგებელი, მაშინ, პირველ რიგში, ზუსტად უნდა იცოდე, 100%-ით დარწმუნებული უნდა იყო, ამ მეწყერული პროცესის გამომწვევი მიზეზი. აქ არის რამდენიმე ფაქტორი, რასაც კონკრეტული და დეტალური კვლევები სჭირდება, რომ ზუსტად განისაზღვროს, რამ გამოიოწვია ეს ყველაფერი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გზა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი დედაქალაქისთვის, აუცილებელია დროულად გაიხსნას ეს გზა. ნომერ პირველი ამოცანა ამ ქუჩის უსაფრთხოდ გახსნაა, დანარჩენი, ეტაპობრივად ყველა მოქმედება განხორციელდება“, - განაცხადა ბენდელიანმა.

მან აღნიშნა, რომ როგორც მედიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის ყველა ინფორმაცია ღია და საჯარო იქნება.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ივანიშვილის ადიუტანტებო, მაგ ჩურჩუტ თავებში შეუშვით, რომ ჩემი პატიმრობით ვაჭრობის ხარჯზე დათმობა არ იქნება" - რას წერს ნიკა მელია ციხიდან გამოგზავნილ წერილში