ავტორი:

"ამ კაცის არაპროფესიონალიზმი და საშიში აგიტაცია უზომოდ აუტანელი ხდება" - რას წერს გაეროს თანამშრომელი გიორგი ფხაკაძეზე

"ამ კაცის არაპროფესიონალიზმი და საშიში აგიტაცია უზომოდ აუტანელი ხდება" - რას წერს გაეროს თანამშრომელი გიორგი ფხაკაძეზე

გაეროს შიდსის პროგრამების ხელმძღვანელი უკრაინაში, ანი შაქარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებებს აფასებს:

"მე არ მჩვევია, განსაკუთრებით ქართველთა, კრიტიკა ამ სივრცეში, მაგრამ ამ კაცის არაპროფესიონალიზმი და საშიში აგიტაცია უზომოდ აუტანელი ხდება და ვრეაგირებ ამიტომაც! მე არ ვიცი, როგორ და რატომ ეძლევა მას საინფორმაციო არხებისა და სივრცის დაკავების ასეთი საშუალება. ის, რაც მისგან, განსაკუთრებით კოვიდის პანდემიასა და ვაქცინაციის შესახებ მით უფრო, როცა გაეროს სახელით ლაპარაკობს ან როგორც მის წარმომადგენლად წარდგება ხოლმე, ამ ბოლო დროს როგორც არაკომპეტენტური, დამახინჯებული და საზიანო ინფორმაცია მოდის და ისმინება ათასობით ადამიანის მიერ საქართველოში, შესაჩერებელია", - წერს ანი შაქარიშვილი.