ავტორი:

"ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები "ფაიზერს" და სხვა ვაქცინებს უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე "ასტრაზენეკას" - რას წერს სამეცნიერო ჟურნალისტი?

"ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები "ფაიზერს" და სხვა ვაქცინებს უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე "ასტრაზენეკას" - რას წერს სამეცნიერო ჟურნალისტი?

სამეცნიერო ჟურნალისტი ზაზა დობორჯგინიძე წერს, რომ ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები "ფაიზერს" და სხვა ვაქცინებს უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე "ასტრაზენეკას".

ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც ახალციხეში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

"მეეჭვება ამის ახსნას რამე აზრი ჰქონდეს, მაგრამ ევროპის ქვეყნების მიერ ასტრაზენეკას შეჩერებას არანაირი კავშირი არ აქვს გართულების იმ ფორმასთან, რომელიც საქართველოში ექთანს განუვითარდა. ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები პფაიზერს და სხვა ვაქცინებს აქვს უფრო მაღალი, ვიდრე ასტრაზენეკას.

7 თებერვლის მონაცემებით, ანაფილაქსია განუვითარდა 60 პაციენტს 5 მილიონი ასტრაზენეკათი აცრილიდან, ხოლო პფაიზერით აცრილებში 150-ს 7.5 მილიონი აცრილიდან. ანაფილაქსია შეიძლება განვითარდეს აბსოლუტურად ნებისმიერ წამალზე და ვაქცინაზე, ეს არ არის ვაქცინაციის შეჩერების მიზეზი!" - წერს დობორჯგინიძე.

ცნობისთვის, ახალციხეში, "ასტრაზენაკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ექთანი კომაში ჩავარდა. სავარაუდოდ, მას ალერგიული შოკი განუვითარდა. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანომობილით თბილისში გადმოჰყავთ.

"ნუ დაიჯერებთ იმ ინფორმაციების 70%-ს, რაც საქართველოს მედიაში ვრცელდება!" - რას წერს ისრაელში მყოფი ქართველი ჟურნალისტი იქ არსებულ ვითარებაზე?

ჰიპ-ჰოპის ქართველი არტისტი Kazzy Jazz გარდაიცვალა - "არც კოვიდი ჰქონია და არც აცრილი იყო, ძილში დაემართა თრომბი"

"ცოტათი ფეხზე ადგომაც დავიწყე" - რას წერს თინა ხიდაშელი