ავტორი:

"ჩემმა შვილმა მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა GMAT ჩააბარა და მიღებული ქულით ტოპ 3%-ში შევიდა" - რას წერს ნინო ქადაგიძე?

"ჩემმა შვილმა მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა GMAT ჩააბარა და მიღებული ქულით ტოპ 3%-ში შევიდა" - რას წერს ნინო ქადაგიძე?

ნინო ქადაგიძე-ჟვანია წერს, რომ მისმა შვილმა, ბუსა ჟვანიამ, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა GMAT ჩააბარა და მიღებული ქულით 740 ტოპ 3%-ში შევიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟვანია "ფეისბუქზე" წერს.

"ჩემმა შვილმა, ბესარიონმა, მაგისტრატურის მისაღები საერთაშორისო გამოცდა GMAT ჩააბარა და მიღებული ქულით 740 ტოპ 3%ში შევიდა. მადლობა პენიტენციურ დეპარტამენტს თანადგომისათვის" - წერს ნინო ქადაგიძე-ჟვანია.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2020 წლის 2 აგვისტოს დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2 აგვისტოს, გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე. მსუბუქად დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.

სასამართლომ მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია პენიტენციურ დაწესებულებაში წელიწადნახევარს გაატარებს, დანარჩენი წელიწადნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.