ავტორი:

ელისაბედ II ბრიტანეთის ტახტის უკანონო მემკვიდრეა? - ვინ იყო მამაკაცი, რომელსაც წესით სამეფო უნდა ემართა

ელისაბედ II ბრიტანეთის ტახტის უკანონო მემკვიდრეა? - ვინ იყო მამაკაცი, რომელსაც წესით სამეფო უნდა ემართა

უინძორები დღესდღეობით ყველაზე ცნობილი სამეფო ოჯახია მსოფლიოში, რომლებიც ოფიციალურად გაერთიანებული სამეფოსა და თანამეგობრობის ქვეყნების მმართველები არიან. ისინი მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან და მათ შესახებ ბევრს წერენ თუ საუბრობენ.

სამეფო ოჯახი

თუმცა, ძალიან ცოტამ თუ იცის უინძორების დინასტიის ნამდვილი ისტორია, რომლის მიხედვითაც გაერთიანებული სამეფოს დღევანდელი მონარქი, ელსაბედ II და მისი შთამომავლები ტახტის უკანონო მემკვიდრეები გამოდიან! ბუნებრივია, ჩნდება კითხვა რატომ არის ელისაბედ II ტახტის უკანონო მემკვიდრე და თუ არა ის, მაშინ ვინ უნდა იყოს სამეფოს რეალური მმართველი?

როგორც ირკვევა, ინგლისის მეფე ედუარდ IV იორკელი, რომელიც ინგლისს 1461-1483 წლებში მართავდა, ტახტის არალეგიტიმური მემკვიდრეა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ედუარდი „ვარდების ომის“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, რომელმაც 1461 ინგლისის მეფე ჰენრი VI ტახტიდან ჩამოაგდო და თავად გამეფდა. წყაროების მიხედვით ედუარდი ტახტის კანონიერი მემკვიდრე არ იყო და შესაბამისად ტახტის ხელში ჩაგდების ლეგიტიმური უფლება არ ჰქონდა.

ინგლისის მეფე ედუარდ IV

თუმცა ამის მიუხედავად, მისმა შთამომავლებმა ინგლისის, შემდეგ დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს მართვა გააგრძელეს. შესაბამისად გამოდის, რომ თითოეული მეფე და დედოფალი, რომელიც სამეფოს ედუარდის შემდეგ მართავდა ტახტის უკანონო მემკვიდრეა.

ვინ არის ბრიტანეთის ტახტის ჭეშმარიტი მემკვიდრე?

ინგლისელმა ისტორიკოსებმა ბევრი იკვლიეს იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს სამეფოს ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე. მათ არაერთი წყარო გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ ავსტრალიის პატარა ქალაქ ჯერილდერიში ცხოვრობდა მამაკაცი - მაიკ ჰასტინგსი, რომელიც წესით, გაერთიანებული სამეფოს ჭეშმარიტი მონარქი უნდა ყოფილიყო.

აღმოჩნდა, რომ მაიკ ჰასტინგსი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ცხოვრებით ცხოვრობდა. ის არაერთ პროფესიას დაეუფლა, იყო მძღოლი, ყიდდა წიგნებს, მუშაობდა აგრონომად და სხვა წაიკითხეთ ვრცლად