ავტორი:

"ოცნებისა" და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა - რა თქვა დანიელსონმა მოლაპარაკებების შემდეგ

"ოცნებისა" და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა - რა თქვა დანიელსონმა მოლაპარაკებების შემდეგ

მედიატორ კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროგრესი 6 პუნქტიდან მხოლოდ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით იქნა მიღწეული.

როგორც დანიელსონმა ხანგრძლივი აუდიენციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რამდენიმე საკითხზე ნაკლები პროგრესი იყო.

„პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებული 6 პუნქტიდან მნიშვნელოვანი პროგრესი ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით იყო მიღწეული სხვადასხვა ასპექტში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები პროგრესი იყო.

მე ხვალ ბრიუსელში დავბრუნდები და ანგარიშს წარვადგენ პრეზიდენტ მიშელთან. საბოლოოდ, პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ენიჭებათ, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის“, - განაცხადა დანიელსონმა.

მედიატორის თქმით, პოლიტიკური კრიზისის დასრულება პოლტიკურ აქტორებს საშუალებას მისცემდა ყურადღება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაემახვილებინათ.

"მე ჩართული ვიყავი ინტენსიურ მოლაპარაკებებში ამ კვირაში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პერსონალური წარმომადგენელი, მისი ვიზიტისა და შემოთავაზების შემდეგ, რომ ევროკავშირს მედიაციის როლი შეესრულებინა. ევროკავშირმა და აშშ-მა დიდი სამუშაო გასწიეს იმისთვის, რომ დახმარებოდნენ პარტიებს შეთანხმების მიღწევასა და საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულებაში. პოლიტიკური კრიზისის დასრულება იქნებოდა იმის საფუძველი, რომ პოლიტიკურ აქტორებს მათი მთელი ყურადღება კოვიდ პანდემიისა და მისი სოციალურ-პოლიტიკური შედეგებისთვის დაეთმოთ, ევროკავშირის დღის წესრიგში მოეხდინათ პროგრესი და საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების ინტერესები დაეცვათ - ეს ნამდვილი გამოწვევებია, რომლის წინაშეც ეს ქვეყანა დგას", - აღნიშნა მედიატორმა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ მხარეები ახლა სერიოზულად შეაფასებენ სიტუაციას.

"ვიმედოვნებ, რომ მხარეები ახლა სერიოზულად შეაფასებენ სიტუაციას წინ სვლაზე, საჭირო გზებზე, რომლებიც კომპრომისისთვისაა საჭირო, რათა მედიაციის პროცესი წარმატებით განხორციელდეს და მისი შედეგები უფრო თვალსაჩინო გახდეს. მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს ისაა, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს", - განაცხადა დანიელსონმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის,კრისტიან დანიელსონის მედიატორობით "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებული შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო და 9 საათზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას შემდეგ მან ცალკე-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. 17 მარტს კი მისი მედიაციით "ქართული ოცნების" ლიდერებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

"ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ, საბოლოოდ, პარტიებზეა დამოკიდებული დოკუმენტის ხელმოწერა" - კრისტიან დანიელსონის განცხადება დღევანდელი შეხვედრების შემდეგ

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"