ავტორი:

"ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რომ ყოფილიყო ვაქცინაციის შემდგომი მართვის ალერგიული რეაქციების პროტოკოლი" - ბიძინა კულუმბეგოვი

"ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რომ ყოფილიყო ვაქცინაციის შემდგომი მართვის ალერგიული რეაქციების პროტოკოლი" - ბიძინა კულუმბეგოვი

მთავარია პაციენტი იმართოს, შესაძლო რეაქციის შემთხვევაში სწორი დახმარება აღმოეჩინოს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის ექსპერტების და დარგის სპეციალისტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ახალციხის კლინიკა "იმედში" მომხდარ ფაქტზე იმსჯელეს.

მისივე თქმით, ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეროვნულ გეგმასთან ერთად ყოფილიყო კოვიდ19-ის ვაქცინაციის შემდგომი მართვის ალერგიული რეაქციების პროტოკოლი.

"რასაკვირველია, ასეთი შემთხვევები გავლენას ახდენს ვაქცინაციის მიმდინარეობაზე, ეს უდავოა და არავინ უარყოფს. არსებობს გვერდითი მოვლენები, რომელიც უკვე ცნობილია, ასევე, არსებობს გვერდითი მოვლენები, რომელზეც არსებობს ეჭვი, ხომ არ არის კავშირში ვაქცინაციასთან. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მოვისმინეთ, რომ მსოფლიოს ევროპის წამლის სააგენტომ აცნობა, რომ კავშირი ვაქცინაციასა და თრომბოემბოლიურ დაავადებას შორის არ იძებნება, შესაბამისად, ამ ეტაპზე, "ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაგრძელება ითვლება უსაფრთხოდ, მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება უფრო მეტია, ვიდრე შესაძლო რისკი.

რაც შეეხება ალერგიების თავისებურებას, ეს ჩვენთვის ცნობილია. როდესაც დაიწყო ვაქცინების ადმინისტრირება, პირველ დოზებზეც კი გამოვლინდა რეაქციები "ფაიზერზეც“ "მოდერნაზეც“. ეს გვერდით მოვლენები აღრიცხულია. ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეროვნულ გეგმასთან ერთად ყოფილიყო კოვიდ19-ის ვაქცინაციის შემდგომი მართვის ალერგიული რეაქციების პროტოკოლი. ექიმების ძირითადი გუნდი და ყველა ის ბრიგადა, რომელიც აცრაში მონაწილეობს, ინფორმირებულია, შესაბამისად, ყველა ინფორმაცია გადაცემულია შესაბამისი ტრენინგები ჩატარებულია“,-აცხადებს კულუმბეგოვი.

მისივე თქმით, ვაქცინაციის შედეგად გამოვლენილი გვერდით მოვლენის დროს, მნიშვნელოვანია პაციენტს სწორი დახმარება აღმოეჩინოს.

"ამ ეტაპისთვის, ჩვენ რომ საქმე გვქონდეს, ვაქცინაციის შემდგომ განვითარებულ, ერთი კვირა, 10 დღის შემდგომ რეაქციასთან, რასაც ევროპის ქვეყნები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იკვლევდა, მაშინ შეეძლო ქვეყანას მიეღო დროებით შეჩერება, საბოლოო დასკვნამდე. ეს ცნობილი რეაქციებია, რომლისგანაც დაზღვეული არავინ არაა.

მთავარია პაციენტი იმართოს, შესაძლო რეაქციის შემთხვევაში აღმოეჩინოს სწორი დახმარება. არ გამოვრიცხავთ, გუშინ, მე ვყოფილიყავი მის ადგილზე, არავინ არაა ამისგან დაზღვეული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ მეთვალყურეობა და კონკრეტული პაციენტის მართვა“,- აცხადებს კულუმბეგოვი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის ექსპერტებმა და დარგის სპეციალისტებმა ახალციხის კლინიკა "იმედში" მომხდარ ფაქტზე იმსჯელეს, რა დროსაც 27 წლის ექთანს, ვაქცინაციის შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა.

როგორც საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, საქართველო "ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას აგრძელებს.

“ვიცით, რომ ნოემბერში გრიპის ვაქცინა გაუკეთებია და მაშინ გადასხმები დასჭირვებია - უნდა შეესწავლათ ჯანმრთელობის მდგომარეობა” - მეგი ბაქრაძის ბიძა

"ვისაც გაინტერესებთ, რატომ ვერ შევნიშნე მატარებელი და რატომ არ გავაჩერე მანქანა..." - რას წერს უმძიმეს ავარიაში მოყოლილი დეპუტატი კლინიკიდან გაწერის შემდეგ

"ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება" - აშშ-ის საელჩოს განცხადება ენგურზე მომხდარ ტრაგედიაზე