ავტორი:

"ეს დედა მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული... ღმერთო, ეს შეგვაძლებინე" - რას წერს რატიანი ახალციხელ ექთანზე?

"ეს დედა მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული... ღმერთო, ეს შეგვაძლებინე" - რას წერს რატიანი ახალციხელ ექთანზე?

18 მარტს, ახალციხში, კლინიკა "იმედში" ექთანს აცრის შემდეგ ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა და კომაში ჩავარდა. 27 წლის ქალი სამკურნალოდ თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, რომლის დირექტორი, რეანიმატოლოგი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში წერს:

"ღმერთო ეს შეგვაძლებინე. დედის დილა მშვილობისა, დედის ალერსი და დედის სითბო ეს ყველაფერია ცხოვრებაში... დედა ის არსება, რომლის უმისოდ მე პირადად ცხოვრება ვერ წარმომიდგენია ამ ასაკშიც... დედაა პირველ რიგში ჩვენი პაციენტი. დედა, რომელსაც ორი შვილი ელოდება, სადღაც სახლში. სადღაც კუთხეში დგანან და ლოცულობენ დედა გადაგვირჩესო. რომ გავიგე ერთი მესამე კლასშია, მეორე პირველში, გული გამიჩერდა... დედა უნდა გადარჩეს!!!! მშვიდობა დაგვბრუნებოდეს და ეს დედა კი მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული.... ღმერთო ეს შეგვაძლებინე.... ეს ომი უპირობოდ უნდა მოვიგოთ!"

როგორც რატიანმა 18 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, ექიმების პირველი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოიყვანონ პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება.

„ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ჰემოდინამიკა არასტაბილურია. ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მიმდინარეობს ასევე დამატებითი კვლევები. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად. რაც შეეხება კვლევებს, ჩატარდა როგორც ინსტრუმენტული კვლევები, ასევე კლინიკური კვლევები. ლაბორატორიული კვლევის მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა. აქ იყო დაუზუსტებელი შოკი, სავარაუდოდ. იცით, რომ გაკეთდა ინექცია ვაქცინით და ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. უფრო ღრმა კვლევებია ჩასატარებელი. ჩვენი პირველი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყვანოთ პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება“, - განაცხადა რატიანმა.

"ისე, რომ გეკითხა, - როცა პოლიტიკიდან წავალ, ფერმერი გავხდებიო"  - რას წერს ნინო ზამბახიძე გიორგი გახარიაზე?

"არ მინდა ამდენი ტკივილი, ვერ გაუძლებთ...გაიგე, მე სიცოცხლე მინდა! და ამისთვის გავერთიანდეთ ერი და ბერი...." - ლევან რატიანის ემოციური მიმართვა

"ინგუშებმა ქართველები მოიკითხეს. მათ გაუწიეს დახმარება. ამას გაოგნებული უყურებდნენ რუსები, თურქები, სომხები..." - რა მოხდა ლარსის საგუშაგოსთან