ავტორი:

"ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთად ქმნიან ლუკაშენკოს მმართველობის ქართულ ანალოგს - ვერც ერთი და ვერც მეორე მხარე ვეღარ მოიპოვებს მასობრივ მხარდაჭერას" - ზაზა ფირალიშვილი

"ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთად ქმნიან ლუკაშენკოს მმართველობის ქართულ ანალოგს - ვერც ერთი და ვერც მეორე მხარე ვეღარ მოიპოვებს მასობრივ მხარდაჭერას" - ზაზა ფირალიშვილი

ის, რაც უკვე რამდენიმე თვეა ჩვენს პოლიტიკაში ხდება, პოლიტიკური ლუდომანიაა და სხვა არაფერი. ლუდომანს კი, ადრე თუ გვიან, გაკოტრება ელის, - ასე შეაფასა ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა მედიატორის ჩართულობით გამართული ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები, რომელიც გუშინ შედეგის გარეშე დასრულდა.

როგორც ფირალიშვილმა აღნიშნა, უბედურება ისაა, რომ ეს გაკოტრებულები ქვეყანას გადაიყოლებენ.

„დიდი წინასწარმეტყველება არ არის საჭირო იმის დასანახად, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკური უმწიფარობის ეს დღესასწაული ვნახეთ, ვერც ერთი და ვერც მეორე მხარე ვეღარ მოიპოვებს მასობრივ მხარდაჭერას, რომ ადგილობრივი არჩევნები, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ამომრჩევლების აქამდე არნახული პასიურობით ჩაივლის და რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებიც კითხვის ქვეშ იქნება. მედიატორი ქვეყანას ტოვებს. ევროპულმა დიპლომატიამ თავისი რესურსები ამოწურა. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთად ქმნიან ლუკოშენკოს მმართველობის ქართულ ანალოგს და ვერც ხვდებიან ამას. გამოსავალი? არ ვიცი“,- განაცხადა ფირალიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროგრესი 6 პუნქტიდან მხოლოდ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით იქნა მიღწეული.

როგორც დანიელსონმა ხანგრძლივი აუდიენციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რამდენიმე საკითხზე ნაკლები პროგრესი იყო.

"კოლეგები ჩვენზე გაბუტულები არიან..." - რატომ არ იყო "გირჩი" პარლამენტთან შეკრებილ ოპოზიციის წევრებთან?

"დღეს, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსთაველის გამზირზე ვერ დავინახე, რაც დასანანია" - ნიკა მელია

"მათი საპროტესტო აქციების არავის ეშინია" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციის გეგმას ეხმაურება