ავტორი:

"გაჰკივის, "ასტრაზენეკა" მხოლოდ 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებმა უნდა გაიკეთონო, ეს კაციღა გვაკლდა დაბნეულ საზოგადოებას" - გოცირიძე ფხაკაძეზე

"გაჰკივის, "ასტრაზენეკა" მხოლოდ 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებმა უნდა გაიკეთონო, ეს კაციღა გვაკლდა დაბნეულ საზოგადოებას" - გოცირიძე ფხაკაძეზე

27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტმა საზოგადოება შეძრა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ექთანს "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფაქტის შემდეგ დღის წესრიგში დადგა კითხვა, გაგრძელდებოდა თუ არა ქვეყანაში ვაქცინაცია. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და დარგის ექსპერტების გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ თავადაც მზად არის საჯაროდ აიცრას. საზოგადოების დიდი ნაწილიც თვლის, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა.

თუმცა დარგის ექსპერტების ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მაგალითად, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინა 55 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებმა უნდა გაიკეთონ.

"ევროპაში ჯანდაცვა არის პრიორიტეტი, ნომერი ერთი. ჯანდაცვა არის უმაღლეს დონეზე. საფრანგეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ასტრაზენეკას ვაქცინა გამოყენებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ 55 წლის ზემოთ. დღეიდან საფრანგეთში ხელახლა მისცეს ავტორიზაცია ამ ვაქცინას. დღეს, შუადღიდან უკვე შეიძლება ასტრაზენეკას გამოყენება 55 წლის ზემოთ.

გამოვედი ამხელა კაცი, ექიმი, პროფესორი, გეუბნებოდით, შეაჩერეთ ვაქცინაცია, ესე იგი, რაღაცა ვიცი. ხომ იცით, რომ ყველაფერს ვერ ვამბობ. რისი თქმაც შემიძლია, ვამბობ მაქსიმუმზე მეტს. ვეუბნებოდი, გვაცადეთ ორი დღე, – შეაჩერეთ ვაქცინაცია! ხომ გადარჩებოდა ახალგაზრდა ექთანი!" - ამბობს ფხაკაძე "თვალსაზრისთან" ინტერვიუში.

აღნიშნულ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ეხმაურება და წერს, რომ ექსპერტის შეფასებები კიდევ უფრო აბნევს საზოგადოებას.

"დამდგარა და ერთი ექსპერტი თუ მოექსპერტო ტიპი გაჰკივის, ასტრა-ზენეკა მხოლოდ 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებმა უნდა გაიკეთონო. ეს კაციღა გვაკლდა ისედაც დაბნეულ ჩვენს საზოგადოებას" - წერს გოცირიძე.

სამი დიდი ქართველი ერთ ფოტოზე - კოკო გამსახურდია უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს

"ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი... ის კი ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს, რაც მძულდა" - რას იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი და რას წერს საკუთარ იუბილეზე

"10 წელი კი გასულა" - რა ფოტოებს აქვეყნებს ელენე ხოშტარია ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით