ავტორი:

"ბებიამ არასრულწლოვნები დააჩოქა და მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა, მოხდა ფაქტის ვიდეოგადაღება" - პროკურატურა ლაგოდეხში მომხდარ ფაქტზე

"ბებიამ არასრულწლოვნები დააჩოქა და მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა, მოხდა ფაქტის ვიდეოგადაღება" - პროკურატურა ლაგოდეხში მომხდარ ფაქტზე

ლაგოდეხში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე პროკურატურამ ერთ-ერთი მოსწავლის ბებიას ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მე-6 კლასის ორმა მოსწავლემ მათსავე თანაკლასელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დააჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიშის მოხდა აიძულა. ამ ფაქტის შემდეგ, აღნიშნული მოსაწავლის ბებია ფიზიკურ შეურაცხყოფასა და იძულებაში მონაწილე არასრულწლოვნებს ანალოგიურად მოექცა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ 2020 წლის 4 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ვ.ა.-მ და გ.მ-მ თანაკლასელს, მ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე აიძულეს დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა.

აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა მ.კ-ს ოჯახის წევრებისთვის, რის გამოც 8 ნოემბერს, მ.კ-ს ბებიამ, ვ.კ.-მ, ანალოგიური მეთოდით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით დააჩოქა მუხლებზე არასრულწლოვანი - ვ.ა. და გ.მ და დაჩოქილებს მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა. აღნიშნული ფაქტის ვიდეოგადაღებას ახდენდა ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი.

პროკურატურამ ვ.კ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თვრამეტ თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ორივე ეპიზოდში მონაწილე არასრულწლოვნების მიმართ დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განათლების სამინისტროში შესაბამის წარდგინებას გააგზავნის”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აუდიოჩანაწერი: როგორ ძალადობდა თბილისში მამაკაცი მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებზე და როგორ აიძულებდა მოწყალების თხოვნას

გუდაურში,  საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების  დარღვევის ფაქტზე, "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" 2 თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს

კომპიუტერულ სისტემაში შეღწევით 58 პირის კუთვნილი 73 628 ლარის დაუფლების საქმეზე ბრალდებულებს 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯათ