ავტორი:

"ვაქცინაცია იყო ნებაყოფლობითი, ძალდატანება არ ყოფილა" - ახალციხის კლინიკის რეანიმატოლოგი მეგი ბაქრაძის მამის განცხადებას პასუხობს

"ვაქცინაცია იყო ნებაყოფლობითი, ძალდატანება არ ყოფილა" - ახალციხის კლინიკის რეანიმატოლოგი მეგი ბაქრაძის მამის განცხადებას პასუხობს

ახალციხის კლინიკა "იმედის" რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური გარდაცვლილი ექთნის მამის ბრალდებას პასუხობს და ამბობს, რომ მეგი ბაქრაძემ ვაქცინაცია ნებაყოფლობით ჩაიტარა და არავის დაუძალებია.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ასეთი რამ ნამდვილად არ ყოფილა, რომ ეს ყველაფერი ძალდატანებით ყოფილიყო. ეს იყო ნებაყოფლობითი. რაც შეეხება ბრალდებას იმაზე, რომ არ გაეწია სრულყოფილი სამედიცინო დახმარება, ეს ასე არ არის - გაკეთდა მაქსიმალური, რაც შეიძლებოდა რომ გაკეთებულიყო" - ამბობს გიორგი აფციაური.

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის მამა ამბობს, რომ მისი შვილი ახალციხეში უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც ვეფხია ბაქრაძე აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ მისი შვილი ვაქცინაციაზე უარს იტყოდა, სამსახურს დაატოვებინებდნენ.

"იმედის" კლინიკაში მუშაობდა, ყველას უნდა გაეკეთებინა აცრა... ან ყველას, ან არავის, წინააღმდეგ შემთხვევაში, დატოვებდა სამსახურს. აქ არის ის, რომ ვერ აღმოუჩინეს დახმარება. დაიბნენ და ვერ გააკეთეს ვერაფერი.

შეეშინდათ, შეიძლება არც ჰქონდათ არც ადრენალინი და არც სხვა რამე, არ იყვნენ მზად, რომ ეს გაეკეთებინათ. ახალციხეში უკვე მიცვალებული იყო,"- განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

"დიდი მადლობა ხაშურსა და სურამს" - რა ფოტოებს აქვეყნებს ევროკავშირის ელჩი "ტვიტერზე"?

"უნდა ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკის დაცემის ტემპი გრძელდება..." - რატომ უფასურდება ლარი?

"უსიმპტომო კოვიდის დროს, ვაქცინაცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას, შესაძლებელია აცრა და ასეთ ადამიანებში ჩამოყალიბდება კარგი იმუნიტეტი" - ხათუნა ზახაშვილი