ავტორი:

"ეს რღვევებიც და ნაპრალებიც არახალია, ათეული წელია არსებობენ... საფრთხე არ არსებობს" - გეოლოგი

"ეს რღვევებიც და ნაპრალებიც არახალია, ათეული წელია არსებობენ... საფრთხე არ არსებობს" - გეოლოგი

ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მერაბ გაფრინდაშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაშლიჯვრის მიმდებარედ ახალი ნაპრალები გაჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც გაფრინდაშვილი განმარტავს, თბილისის სხვადასხვა ლოკაციებზე მონიტორინგული სადგურების ინსტალირება მოხდება.

„მთლიანობაში, ვაშლიჯვრის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობები ისტორიულად ძალიან შორეულ გეოლოგიურ წარსულში ჩამოყალიბებული ფერდობებია და წარმოადგენს ტექნოსეისმურ გენეზისის ერთიან ბლოკს.

ყოველთვის მიმდინარეობდა ბუნებრივად გარკვეული გართულებები, ის არასტაბილური ბლოკია თავისი გენეზიდან გამომდინარე. რაც შეეხება ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვაშლიჯვრის მიმდებარედ გაჩნდა ახალი ნაპრალები, ახალი რღვევები, ეს რღვევებიც და ნაპრალებიც არახალია, ათეული წელია არსებობენ და არავითარი საფრთხე ამ ეტაპზე მოსახლეობის მიმართ არ არსებობს.

ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ მეწყრული სხეულის, რომლის ჩასახვა-გააქტიურება მოხდა მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, მას და დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმ ტერიტორიასთან მიმართებაში ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს. სამომავლოდ, არამარტო ამ მიმდებარე ფერდობებზე, არამედ, თბილისის სხვა ლოკაციებზეც გათვალისწინებულია მონიტორინგული სადგურების ინსტალირება.

ეს იქნება მერიის აქტიური ჩართულობით, დაიწყება მონიტორინგი და ყველგვარი გართულების თავიდან აცილების მიზნით, თუ რაიმე სახის ახალი დეფორმაციები გაჩნდება, მიღებული იქნება შესაბამისი და დროული გადაწყვეტილებები დამცავი ღონისძიებების გასატარებლად“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

"თებერვლის თვის ხელფასს ველოდებით დღემდე" - ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის - 15 22-ის ოპერატორების ნაწილი გაიფიცა

"იმ წუთებში, როდესაც გავსიჯნე, ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრძოლა უეფექტო აღმოჩნდებოდა" - ლევან რატიანი ექთნის გარდაცვალების დღეს იხსენებს

"ბანკეტისთვის არ ემზადებითო? თურქეთიდან მომწერა" - 17 წლის ანის, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა, დახმარება ესაჭიროება