ავტორი:

"ხმა გავიგეთ და ამაზე გავიხედეთ.. " - თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს

"ხმა გავიგეთ და ამაზე გავიხედეთ.. " - თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს

"გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს", - აღნიშნულის შესახებ ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს მანქანა დაეჯახა. მისივე თქმით, ტერიტორიაზე, სადაც ინციდენტი მოხდა, განთავსებულია მაღაზიაც სათვალთვალო კამერებით.

"როგორც ვიცი, ხშირად გაურკვეველია ავტომობილები მათ სახლთან ჩერდებიან და დგანან გარკვეული დროით. დღეს მოხდა ავტომობილის დაზიანება. საპატრულო გამოიძახეს, არსებობს იქ მაღაზია, სადაც არის ვიდეო სათვალთვალო კამერა, როგორც ვიცი, მაღაზიაში არც მისულა საპატრულოს ეკიპაჟი“, - აღნიშნავს რამიშვილი.

როგორც "ინტერპენიუსთან“ გარდაცვლილის დედა, თეონა ბაჩალიაშვილი აღნიშნავს, ადგილზე, სადაც ინციდენტი მოხდა, არის იმ ავტომობილის ფარები, რომელმაც მისი შვილის მანქანა დააზიანა.

"ერთი საათის წინ მოხდა, ხმა გავიგეთ და ამაზე გავიხედეთ, ავტომობილი იყო შემობრუნებული 90 გრადუსით, უკანა მარჯვენა კარი შეჭეჭყილია და იმ ავტომობილის ფარები ყრია, რომელმაც თამარის ავტომობილი დააზიანა. არ ვიცი რა ავტომობილმა დააზიანა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, არც შემოსაზღვრეს ტერიტორია, ხვალ დილას დამლაგებელი მივა და დაგვის იმას. გამოძიება რამდენად დაიწყეს არ ვიცი, მითხრეს, რომ მათ კომპეტენციაში არ შედის და ისინი ფაქტს ადგენენ მხოლოდ, მითხრეს, რომ გამომძიებელი დაგვიკავშირდება ერთიდან სამ დღეში,“- აღნიშნავს თეონა თამაზაშვილი.

გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

კახა საბანაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა - "უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს"

"აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუბრყვილობის ამბავი" - გოგი წულაია გლდანის ციხიდან წერილს ავრცელებს