ავტორი:

რას წერს გიორგი გახარია "ფეისბუქში" მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს? - ყოფილი პრემიერის პოსტი

რას წერს გიორგი გახარია "ფეისბუქში" მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს? - ყოფილი პრემიერის პოსტი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს.

"არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან" - წერს გახარია.

ცნობისთვის, გახარიამ პრემიერის თანამდებობის დატოვების შემდეგ დღეს ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა:

"რაც შეეხება მომავალს, პირველი მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლეს პერიოდში, ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის დღეს რისი თქმაც მინდოდა, დროებით, მალე შევხვდებით. ყველა კითხვას - როგორც ყოველთვის წარსულში, პასუხები გაეცემა", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

გადადგომის შესახებ მან 18 თებერვალს განაცხადა. როგორც მაშინ გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.