ავტორი:

"პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ - ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი" - ელისო ბოლქვაძე

"პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ - ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი" - ელისო ბოლქვაძე

პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ - ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ გააკეთა.

„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც არის სხვადასხვა პარტია. დემოკრატიული სამყარო ახალ პარტიებსაც მიესალმება. ამაში განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. წარმოდგენა არ მაქვს რაზე ალაპარაკდება გიორგი გახარია, რადგან ამბავი ათი წუთის წინ გავიგე. პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მასთან სხვადასხვა მიმართულებებით მცირე საუბრები მქონდა და ვფიქრობ, რომ ის არის ქვეყნის პატრიოტი", - განუცხადა ჟურნალისტებს ელისო ბოლქვაძემ.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, გიორგი გახარია მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა.

„არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ", - განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

"გულწრფელად ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა პოლიტიკაში" - არჩილ თალაკვაძე მიხეილ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

"ბოლოს და ბოლოს კარგი ამბავია საქართველოდან" - როგორ ეხმაურებიან ევროპარლამენტსა და კონგრესში "ოცნების" გადაწყვეტილებას, ხელმოწერასთან დაკავშირებით

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"