ავტორი:

"მას კლინიკის რეამინაციულ განყოფილებაში ყველა საჭირო ღონისძიება ჩაუტარდა" - ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გარდაცვლილ ექთანზე დასკვნა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი

"მას კლინიკის რეამინაციულ განყოფილებაში ყველა საჭირო ღონისძიება ჩაუტარდა" - ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გარდაცვლილ ექთანზე დასკვნა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხეში 27 წლის ექთნის გარდაცვალების საკითხზე რეგულირების სააგენტო შუალედურ დასკვნას მიმდინარე კვირას გამოაქვეყნებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექთანი ვაქცინაციის მომენტისთვის იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ჰქონდა რეანიმაციული განყოფილება, სადაც უზრუნველყოფილი იყო ის საჭირო დახმარება, რომელიც პაციენტს იმ მომენტისთვის ესაჭიროებოდა.

„იქ ადგილზე არსებული რეანომობილით ხდებოდა სხვა პაციენტის ტრანსპორტირება და სწორედ აქედან გამომდინარე, მოხდა თბილისიდან დამატებითი რეანომობილის გაგზავნა ადგილზე. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა დაწესებულებაში, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება, შესაბამისად, იქ მისთვის უზრუნველყოფილი იყო ყველა ის საჭირო დახმარება, რომელიც მას იმ ეტაპისთვის ესაჭიროებოდა.

როგორც კი რეგულირების სააგენტო დადებს შუალედურ დასკვნას, მისი ხელმძღვანელი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით კომუნიკაციას. დასკვნა ამ კვირაში იქნება,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, რეგიონებში მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კლინიკის ხარისხი გაუმჯობესდეს და რეგულირების სააგენტოს მხრიდან მოხდეს უფრო მკაცრი აღრიცხვა ყველა საჭირო დანადგარის, აღჭურვილობისა და მედპერსონალის და ასევე, მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს მედპერსონალის უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე და არა რეანომობილების რაოდენობრივ ზრდაზე.

„ყველა რეგიონზე გადანაწილებულია შესაბამისი რაოდენობის რეანომობილი. ამასთანავე, ხდება მუდმივად ანალიტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი პაციენტის გადმოყვანა ხდება ხოლმე რეგიონიდან და ამის მიხედვით არის განსაზღვრული, თუ რამდენი რეანომობილი სად არის გადანაწილებული. ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ რეანომობილები ძირითადად არიან მოძრაობაში და ეს არ მიუთითებს სისტემაში არსებულ რომელიმე ხარვეზზე და ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვაახლებთ და ხარისხობრივად ვაუმჯობესებთ, ასევე, რაოდენობრივადაც ვაუმჯობესებთ იმ ავტოპარკს, რომელიც სახელმწიფოს აქვს.

ჩვენ ვახორციელებთ არაერთ ქმედებას იმისთვის, რომ თითოეულ რეგიონში იყოს გაცილებით უფრო ძლიერი ჰოსპიტალური სექტორი, რათა ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად არ დასჭირდეთ დედაქალაქში რეანომობილებით ტრანსპორტირება,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, დგას თუ არა დღის წესრიგში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის დროს ადგილზე რეანიმატოლოგის ყოფნის აუცილებლობა, ტიკარაძემ განმარტა, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ დგას ამის ვალდებულება და შესაბამისად, საქართველოსაც ეს ვალდებულება არ ჰქონდა.

„ჩვენ რამდენჯერმე განვმარტეთ, რომ ის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ვაქცინაციასთან მიმართებაში ჯგუფს აქვს შემუშავებული, წარდგენილი იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში და საერთაშორისო ექსპერტებთან, ასევე, „კოვაქს“ პლატფორმაზე. ეს საქართველოს პროტოკოლი იქნა მათი მხრიდანაც მოწონებული.

ეს ასევე ქვეყანას არ ავალდებულებს მრავალპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდეს ვაქცინაციის პროცესი, თუმცა გამონაკლისის სახით ეს გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ.

რაც შეეხება ახალციხის „იმედის“ კლინიკას, მას გააჩნია ექვსსაწოლიანი რეანიმაციული განყოფილება და ეს არ გახლავთ ისეთი სტაციონარი, სადაც არ შეიძლებოდა ვაქცინაციის პროცესი ყოფილიყო. იქ ვაქცინაციის პროცესი კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შარლ მიშელის თქმით, მისი წარმომადგენელი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"პოლიტიკაში იწყება ტექტონიკური ძვრები - გახარია "ოცნებას" ამომრჩეველთა სოლიდურ ნაწილს წაართმევს, მას სხვა ტიპის ქარიზმა აქვს" - პოლიტოლოგი